Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მეტოქეების შესახებ ისაუბრა.
  • ვლადიმირ ვაისი ყაზახეთის, ლატვიის და ანდორის ნაკრებს აფასებს.

ლოზანაში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები D ლიგის 1 ჯგუფში ლატვიასთან, ყაზახეთთან და ანდორასთან ერთად მოხვდა.

► ყველაზე რთული ჯგუფი - საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია!

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაესწრნენ. წილისყრის შემდეგ მათ კომენტარები გააკეთეს.

“რასაკვირველია, ჩვენი სურვილი მიზნის მიღწევაა, თუმცა ყველა მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. ყაზახეთის ფეხბურთს კარგად ვიცნობ, ლატვიასაც საკმაოდ მცირე ხნის წინ ვეთამაშეთ და არც ანდორა იქნება იოლი მეტოქე, - აღნიშნა ვაისმა, - იმედია, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისთვის 2018 წლის სეზონის დასაწყისი წარმატებული იქნება და საშემოდგომოდ მზად იქნებიან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის."

ვლადიმირ ვაისი: ყველა გუნდს აქვს წარმატების შანსი!

ჩვენი ნაკრების ყველა წევრი, ისევე, როგორც ყველა ქართველი, დიდ ტურნირზე თამაშის უფლების მოპოვებაზე ოცნებობს. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს: მიმაჩნია, რომ ყველა გუნდს გააჩნია გამარჯვების და წარმატების შანსი. შემოდგომისთვის თანმიმდევრობით მოვემზადებით ყველა მეტოქესთან შესახვედრად. გასულ საკვალიფიკაციო ციკლში, პერიოდულად კარგად ვთამაშობდით, თუმცა სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ. ახლა დროა, გავიმარჯვოთ! თუ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვსურს, ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ,“ - დასძინა ვაისმა.

► არცთუ კარგი სტატისტიკა - რა შედეგები გვაქვს ერთა ლიგის მეტოქეებთან

კობიაშვილი: სექტემბერში ისეთი გუნდი უნდა გვყავდეს, რომელიც...

“ერთა ლიგის ფორმატი ძალიან საინტერესოა. ამხანაგურ თამაშებს, რეალურად, ეს ფორმატი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება წილისყრას და ჯგუფს: ვფიქრობ, რომ საინტერესო ჯგუფია. იოლი თამაშები არ იქნება, - ეს ლევან კობიაშვილის სიტყვებია, - ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ იყო, ვინ შეგვხვდებოდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ სექტემბერში, როდესაც დაიწყება თამაშები, ისეთი გუნდი გვყავდეს, რომელიც ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან წარმატებით იასპარეზებს. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის შანსი, დარწმუნებული ვარ, სხვებიც ასე ფიქრობენ."

► გიორგი მერებაშვილი: ერთა ლიგაში ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება

► ნიკა კვეკვესკირი: მიხარია, რომ ერთა ლიგაში ყაზახეთი შეგვხვდა

► გერმანია სიკვდილის ჯგუფში - ერთა ლიგის სრული წილისყრა

კომენტარები

ბოლო ამბები