Thumbnail

'ლომის გული აქვს, გაუგრძელეთ კონტრაქტი' - რას წერენ გულშემატკივრები დვალიშვილზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები მერაბ დვალიშვილს აქებენ
  • რამდენიმე ქართველისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას მოითხოვს

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეტოქე ბრედ კანტონა უშანსოდ დაამარცხა. მასთან გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა აღნიშნა, რომ სურდა, დაემტკიცებინა, რომ ბრძოლა ყველგან და ყველასთან შეუძლია.

📋 მეტი ამ თემაზე:

კანტონასთან გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივართა უმეტესობამ დვალიშვილი შეაქო და მას ბრძოლის სტილი და გეგმა მოუწონა. სოციალურ ქსელში რამდენიმე მომხმარებელმა მის კონტრაქტზეც დაწერა კომენტარი.

კომენტარები

'ამ ბიჭმა ყველას დაუმტკიცა, თუ ვინ არის აქ უფროსი!'

'ლომის გული აქვს. საოცარი ბრძოლა იყო!'

'ვინც ამბობთ, რომ მოსაწყენი ბრძოლა იყო... ეს ჭიდაობაა, ერთ-ერთი ეფექტური საბრძოლო სახეობა!'

'მერაბ, დიდხანს იდექი საბრძოლო არენაზე!'

'დიდებული გამარჯვება და დიდებული ბრძოლა. ძალინ კარგი გამარჯვება. გაუხანგრძლივეთ კონტრაქტი და იბრძოლოს დვალიშვილმა!'

'მხოლოდ 28 პროცენტი ფიქრობდა, რომ დვალიშვილი კატონას მოუგებდა. მან დაამტკიცა, რომ UFC-ში ყოფნას იმსახურებს!'

Fightful-ის რედაქტორი, შონ როსი, დვალიშვილის გამარჯვებას ასე გამოეხმაურა: 'მას UFC-ში ბალანსი 4:0-ზე უნდა ჰქონდეს!'

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები