Thumbnail

მერაბ დვალიშვილი: თუ ამ ბრძოლას წავაგებდი, UFC-დან წასვლა მომიწევდა...

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეორედ მოიგო
  • ქართველი მებრძოლის კომენტარი ბრედ კატონასთან ბრძოლის შემდეგ

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. მან კანდაში, ადგილობრივ მებრძოლ ბრედ კატონას, რომელსაც 8-დან 8 ბრძოლა ჰქონდა მოგებული, სამ რაუნდში მოუგო და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. მერაბი სამი რაუნდის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ UFC-ში დარჩენას იმსახურებს.

📋 მეტი ამ თემაზე:

''საუკეთესო გრძნობაა ზედიზედ მეორე მოგება - უკეთესი არც არსებობს, თუმცა ეს ძალიან რთული იყო, რადგან ეს იყო ჩემი მე-4 ბრძოლა და თუ ამ ბრძოლას წავაგებდი, აქედან წასვლა მომიწევდა," - განაცხადა დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ, - "ჩემი გეგმა ის იყო, რომ ყველასთვის მეჩვენებინა კარგი ბრძოლა!"

ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველს UFC-ში დარჩენის კარგი შანსი აქვს: ''მინდა რომ UFC-ში დავრჩე. ჩემს უკან საუკეთესო გუნდი დგას, მათთან ერთად ვშრომობ. მადლობა ბიჭებო, მე აქ თქვენი დამსხურებით ვარ. მიყვარს ჩემი გუნდი. UFC, მადლობა ყველფრისთვის. მე მინდა ვიბრძოლო და აუცილებლად გაჩვენებთ ნამდვილ ბრძოლას. დღეს მე გამარჯვებული ვარ და გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ბედნიერი ვარ ჩემს სამშობლოსთან ერთად. საქართველო საუკეთესო ქვეყანაა!'' - დასძინა დვალიშვილმა კატონასთან გამარჯვების შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები