Thumbnail

დვალიშვილმა UFC-ში მეორე ბრძოლა მოიგო! ქართველის ბრწყინვალე გამარჯვება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-4 ბრძოლა გამართა
  • მისი მეტოქე დაუმარცხებელი კანადელი მებრძოლი ბრედ კატონა იყო

კანადის დედაქალაქ ოტავაში UFC-ის მორიგი ბრძოლები გაიმართა. მერაბ დვალიშვილმა რიგით მე-4 ბრძოლა ჩაატარა. მისი მეტოქე კანადელი ბრედ კატონა იყო. ქართველმა მებრძოლმა პირველ რაუნდში რამდენიმე დარტყმა განახორციელა და კანტონასგან განსხვავებით, პირველი რაუნდი უკეთ ჩაატარა. პირველი რაუნდის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, მერაბმა მეტოქე პარტერში გადაიყვანა და რამდენჯერმე კარგად დაარტყა.

ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდიც აქტიურად დაიწყო და დროის უმეტესობა პარტერში გაატარა, სადაც მეტოქესთან არსებულ უპირატესობას კარგად იყენებდა. კატონა ძირითადად თავს იცავდა და ცდილობდა, რომ დვალიშვილს ბევრი დარტყმა არ განეხორციელებინა, მაგრამ ქართველი ამ უპირატესობას კარგად იყენებდა. რაუნდის დასრულებამდე მერაბმა კიდევ ერთი გდება შეასრულა და მეორე რაუნდიც ასე დასრულდა.

მესამე რაუნდში კატონას უნდა გაერისკა, რადგანაც დვალიშვილი უპირატესობას ფლობდა. საბოლოოდ, მესამე რაუნდიც ქართველის უპირატესობით წარიმართა და დვალიშვილმა UFC-ში რიგით მეორე ბრძოლა მოიგო!

📋 მეტი ამ თემაზე:

    კომენტარები

    ბოლო ამბები