Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა.
  • 10 თებერვალი: საქართველო V ბელგია
  • 17 თებერვალი: გერმანია V საქართველო 

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

პირველ შეხვედრას მილტონ ჰეიგის გუნდი 10 თებერვალს ქუთაისში გამართავს და ბელგიას დაუპირისპირდება, მეორე თამაშს კი ბორჯღალოსნები 17 თებერვალს გერმანიასთან ქალაქ ოფენბახში ჩაატარებენ.

მილტონ ჰეიგის 36-კაციან რაზმში ორი დებიუტანტია: მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი) და გურამ შენგელია (ჯიქი). 36 მორაგბიდან 24 ლეგიონერია, ხოლო 12 მოთამაშე დიდ 10-ში ასპარეზობს

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატს იწყებს

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთია:

მიხეილ ნარიაშვილი, კახა ასიეშვილი, ზურაბ ჟვანია, ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან ჩილაჩავა, შალვა მამუკაშვილი, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, ლაშა მალაღურაძე, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, ალექსანდრე თოდუა, ბექა წიკლაური, მერაბ კვირიკაშვილი, თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, ბადრი ალხაზაშვილი, გიორგი ჭყოიძე, ნოდარ ჭეიშვილი, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, გელა აფრასიძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი კვესელაძე, გიორგი კოშაძე, ანზორ სიჭინავა, სოსო მათიაშვილი, გიორგი ფრუიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, გურამ შენგელია.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის თქმით, 2018 წელს გასამართ მატჩებს სარაგბო მუნდიალისთვის მზადების კუთხით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

"ვიწყებთ მზადებას 2019 წლის მსოფლიო თასისთვის. ვგეგმავთ იმ სელექციისა და გეგმების წარდგენას, რომელიც გავლენას იქონიებს 2019 წლის მსოფლიო თასის სტრატეგიასა და მიზნებზე.

იმ მორაგბეებმა, რომლებსაც უახლოესი 12 თვის განმავლობაში შევარჩევთ, უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით, რათა დავადგინოთ, იმსახურებენ თუ არა იაპონიაში მსოფლიოს თასზე თამაშს.

გაფართოებული შემადგენლობა შედგება როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა მორაგბეებისგან. მსოფლიო თასის დაწყებამდე 18 თვე რჩება და თითოეულ ვარჯიშს და თამაშს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა".

კომენტარები

ბოლო ამბები