Thumbnail

სელტამ ბარსელონა დაამარცხა - ვალვერდემ ლიდერები დაასვენა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სელტა 2:0 ბარსელონა
  • მაქსი გომესმა და იაგო ასპასმა სელტას ლა ლიგაში დარჩენის შანსები გაზარდეს

ლა ლიგის 36-ე ტურში სელტამ 'ბალაიდოსზე' ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო. ესკრიბას გუნდმა პირველ ტაიმში ლიდერების გარეშე მოთამაშე ბარსელონას გოლი ვერ გაუტანა. ერნესტო ვალვერდემ ამ მატჩისთვის ხორდი ალბა, ლიონელ მესი, პიკე, სერხი რობერტო, ლუის სუარესი და ტერ შტეგენი დაასვენა. მატჩის მე-6 წუთზე უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სელტამ ანგარიში 67-ე წუთზე გახსნა. ურუგვაელმა მაქსი გომესმა სეზონში მე-13 გოლი გაიტანა. ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, იაგო ასპასმა ბარსელონას თერთმეტმეტრიანი გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

სელტას 40 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებასთან ახლოსაა, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ემზადება. ლივერპულთან შეხვედრა 7 მაისს გაიმართება.

სელტა 2:0 ბარსელონა - ვიგოელებმა დარჩენა ფაქტობრივად გაინაღდეს

სელტა 2:0 ბარსელონა - ვიგოელებმა დარჩენა ფაქტობრივად გაინაღდეს

Posted by Silk Sport on შაბათი, 04 მაისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები