Thumbnail

ბასილაშვილი V ნადალის პერსპექტივა - ნიკა მადრიდის მასტერსს ამერიკელით იწყებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასილაშვილი მადრიდში მე-14 ნომრად განთესეს
  • პირველი მეტოქე ფრენსის ტიაფო იქნება

5-12 მაისს მადრიდის მასტერსი გაიმართება (ATP, 1 000-იანი სერია), რომლის საპრიზო ფონდიც 6.5 მილიონი ევროა. ტურნირის ძირითად ბადეში საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) ითამაშებს. 

მადრიდის ღიას თიხნარზე მე-14 ნომრად განთესილ ნიკას პირველი მეტოქე 21 წლის ამერიკელი ფრენსის ტიაფოა (31). ბასილაშვილი ტიაფოს პირველად შეხვდება. 

თუ მეორე წრეში გავა, ნიკას მეტოქე ან ფილიპ კოლშრაიბერი (გერმანია, 41) იქნება, ან მიხაილ კუკუშკინი (ყაზახეთი, 40). აი, მესამე წრეში კი ქართველის სავარაუდო მეტოქე მსოფლიოს მე-2 ჩოგანი რაფაელ ნადალია (ესპანეთი). 

27 წლის ქართველი 32 წლის ესპანელს აქამდე ორჯერ შეხვდა და ორჯერ დამარცხდა - 2017 წლის როლან გაროსის 1/16 ფინალში ძალზე იოლად დამარცხდა - 0:6, 1:6, 0:6. 2018 წლის ამერიკის ღია პირველობის 1/8 ფინალში კი ბასილაშვილმა ერთი სეტის მოგება შეძლო - 3:6, 3:6, 7:6 (8:6), 4:6.  

კომენტარები

ბოლო ამბები