Thumbnail

ისევ გოლს პლუს პასი! გიორგი ხარაიშვილი სუპერ ფორმაშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სირიუსი 2:4 გიოტებორგი
  • გიორგი ხარაიშვილი - 1 გოლი, 1 ასისტი

შვედეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგმა სტუმრად 4:2 დაამარცხა სირიუსი და 13 ქულით გალიდერდა. 

22 წლის ქართველი ლეგიონერი ძალიან კარგ ფორმაშია - წინა ტურში მან აიკ-თან მიითვალა გოლი პლუს პასი, გიორგიმ იგივე სირიუსთან გაიმეორა.

მე-2 წუთზე ხარაიშვილმა საჯარიმოში პატრიკ კარლსონისგან მიიღო პასი და ანგარიში გახსნა. 77-ე წუთზე, 2:2-ზე პირიქით მოხდა - გიორგიმ შესანიშნავი პასით კარლსონი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და შვედმა პლეიმეიქერმა გაიტანა. სხვათა შორის, წინა ტურშიც კარლსონს გაატანინა. სტუმართა მე-4 გოლის კომბინაციაც ხარაიშვილმა წამოიწყო.

sofascore.com-მა ხარაიშვილს 8.1 ბალი დაუწერა, მეტი მხოლოდ კარლსონს აქვს - 8.2.

ხარაიშვილს ახალ სეზონში 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს (წინა სეზონში მან 27 თამაშში 9 გოლი გაიტანა). 

📺 სირიუსი V გიოტებორგი 

კომენტარები

ბოლო ამბები