Thumbnail
  •  ბაიერნი 3:1 ჰანოვერი
  • ბაიერნმა დორტმუნდს 5 ქულით გაუსწო

გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა "ალიანც არენაზე" 3:1 დაამარცხა აუტსაიდერი ჰანოვერი და 74 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს. ჰანოვერი 18 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნისგან სასწაული თუ იხსნის. 

27-ე წუთზე ჯოშუა კიმიხმა მარჯვნიდან ჩამოაწოდა და რობერტ ლევანდოვსკიმ თავით გახსნა ანგარიში. ეს პოლონელის 22-ე გოლია ბუნდესლიგაში, ის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. 

მე-40 წუთზე ლეონ გორეტცკამ შორეული დარტყმით ბაიერნის უპირატესობა ორამდე გაზარდა.მეორე ტაიმში ჰანოვერმა გაიბრძოლა, ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი 51-ე წუთზე ჟონატასმა გოლად აქცია, მაგრამ 4 წუთში მანვე დააღალატა გუნდი - მეორე ყვითელი მიიღო და ჰანოვერი ათი კაცის ამარა დარჩა.

84-ე წუთზე მატჩის ბედიც გადაწყდა, ფრანკ რიბერიმ შესანიშნავი ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინა და ბაიერნმა მატჩი 3:1 მოიგო.

📺 ბაიერნი V ჰანოვერი 

საინტერესო ფაქტები 

ლევანდოვსკიმ წელს მე-12 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში

⚽ რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 3-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა.

⚽ ლეონ გორეტცკამ ამ სეზონში მე-8 გოლი გაიტანა, რაც მისთვის კარიერის რეკორდია.

⚽ ბაიერნმა ამ სეზონში ჩაწოდებების შემდეგ 16 გოლი გაიტანა. სულ ბუნდესლიგაში თავით

⚽ "რეკორდმაისტერმა" 17 გოლი გაიტანა, რაც პირველი მაჩვენებელია.

⚽ ჯოშუა კიმიხს 12 საგოლე პასი აქვს, მეტი მხოლოდ ჯეიდონ სანჩოს (დორტუმუნდი, 14) ანგარიშზეა.

⚽ რიბერიმ 2018 წლის 22 დეკემბრის შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა. 

⚽ არიენ რობენმა ბუნდესლიგაში ნოემბრის მერე პირველად ითამაშა. 

⚽ ჟონატასის გოლი ბაიერნისთვის მე-2 000 გაშვებული გოლია.

ბაიერნი 3:1 ჰანოვერი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (27), 2:0 გორეტცკა (40), 2:1 ჟონატასი (51-პენ), 3:1 რიბერი (84)

ბაიერნი (4-1-2-3): ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა (88. რაფინია) - ტიაგო ალკანტარა - კომანი (86. რობენი), გორეტცკა - გნაბრი (71. რიბერი), ლევანდოვსკი, მიულერი  

კომენტარები

ბოლო ამბები