Thumbnail

ქავთარაძის ულამაზესი გოლი - ბათუმის დინამოს წაუგებელი სერია დასრულდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტორპედო 3:2 ბათუმის დინამო
  • ბათუმის დინამოს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში ქუთაისის ტორპედომ ბათუმის დინამოს წყალტუბოში უმასპინძლა და მეტოქეს 3:2 მოუგო, რითიც ბათუმელთა 8-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. ტორპედო 28-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა, ნოდარ ქავთარაძემ მე-3 და 28-ე წუთებზე შეძლო გოლების გატანა. განსაკუთრებით ლამაზი პირველი გოლი გამოდგა.

ნოდარ ქავთარაძის ულამაზესი გოლი დინამო ბათუმის კარში

ნოდარ ქავთარაძის ულამაზესი გოლი დინამო ბათუმის კარში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 04 მაისი, 2019

ბათუმის დინამომ ანგარიშში სხვაობა პირველი ტაიმის დამატებულ დროში შეამცირა - ნიკა საბანაძემ თერთმეტმეტრიანი გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმის 62-ე წუთზე ფლამარიონმა ანგარიში გაათანაბრა და ბათუმელებმა სამი ქულისთვის ბრძოლა დაიწყეს, თუმცა ბუდუ ზივზივაძემ მე-80 წუთზე ტორპედოს მოაგებინა და ქუთაისელებს 3 ქულა მოუტანა. ბათუმის დინამოს 22 ქულა აქვს და ჩემპიონატში ლიდერობას ინარჩუნებს. რაც შეეხება ტორპედოს, ქუთაისელებს 20 ქულა დაუგროვდათ და მომდევნო ტურში თბილისის ლოკომოტივს ხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები