Thumbnail

ფანატი, რომელსაც ნეიმარმა დაარტყა, ბრაზილიელთან შეხვედრას ითხოვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის ფორვარი საფრანგეთის თასის ფინალში ფანატს ფიზიკურად გაუსწორდა
  • გულშემატკივარს 27 წლის ბრაზილიელთან შეხვედრა და დალაპარაკება სურს

"სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის თასის ფინალში რენმა პსჟ-ს თამაში 0:2-დან შემოუტრიალა (2:2) და პენალტების სერიაში 6:5 მოუგო. დაჯილდოვების ცერემონიალზე, პსჟ ტრიბუნაზე მიემართებოდა, როდესაც ნეიმარს ერთ-ერთ ფანატთან, რომელიც მისთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდა, კონფლიქტი მოუხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივარმა ბრაზილიელს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც ნეიმარმა მას ხელი დაარტყა.

📺 ინციდენტი 

 

მეტი ამ თემაზე: ნერვების თამაში - ნეიმარმა გუნდელები გააკრიტიკა და რენის ფანს ხელი დაარტყა

ახლა გულშემატკივარი აცხადებს, რომ ბრაზილიელთან შეხვედრა და დალაპარაკება სურს.

"ვნანობ ჩემი სიტყვების გამო, მაგრამ ეს არ იყო პროვოკაცია. ფეხბურთი სპორტის ისეთი სახეობაა, სადაც შეიძლება 40 ათასი ადამიანი საათნახევრის განმავლობაში ლანძღავდეს ფეხბურთელებს. ნეიმარს ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონოდა. ის პროფესიონალია და მიჩვეულია კამერების თვალთახედვის არეში ყოფნას. ეს ხომ მისი სამუშაოს ნაწილია? მინდა, უბრალოდ შევხვდე, რათა დავილაპარაკოთ, მოვუბოდიშო, ხელი ჩამოვართვათ და კარგად დავშორდეთ ერთამენთს", - აქვეყნებს გულშემატკივრის სიტყვებს RMC Sport

გულშემატკივრისთის ხელის დარტყმის გამო, პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი დისკვალიფიკაცია რამდენიმე მატჩით ემუქრება.

ცოტა ხნის წინ ნეიმარმა სოციალურ ქსელში მსაჯების კრიტიკისათვის ჩემპიონთა ლიგაზე 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. 

კომენტარები

ბოლო ამბები