Thumbnail

მთავარია, ვარჯიშზე ეცვას - სრულიად შიშველი იკარდისა და ვანდა ნარას ფოტოსესია 

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერის ფორვარდმა ცოლთან ერთად გულახდილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა
  • რამდენიმე ფოტოსურათზე 26 წლის არგენტინელი ფორვარდი სრულიად შიშველია
  • ფოტოებზე კომენტარი ინტერის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის გააკეთებინეს 

მილანის ინტერის არგენტინელმა ფორვარდმა მაურო იკარდიმ და მისმა ცოლმა ვანდა ნარამ, რომელიც ამავდროულად ფეხბურთელის აგენტია, საზოგადოების ყურადღება საკმაოდ გულახდილი ფოტოსესიით მიიპყრეს. ფოტოსურათები, რომელთაგან რამდენიმეზე არგენტინელი თავდამსხმელი სრულებით შიშველია, ვანდამ უმალ საკუთარ ინსტაგრამზე გამოფინა.

იტალიელმა ჟურნალისტებმა მაუროს და ვანდას ფოტოებზე კომენტარი ინტერის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის სთხოვეს:

"არ ვიცი, რისი გაგება გსურთ ჩემგან. როდესაც იკარდი ვარჯიშზე მოდის, ჩაცმულია, როგორც ინტერის ფეხბურთელი. მე მხოლოდ ეს მაინტერესებს", - პასუხობს სპალეტი.

ლუჩანოს ნაკლებად აინტერესებს, ფეხბურთელები ბაზის გარეთ რას აკეთებენ

შეგახსენებთ, რომ ეს წელიწადი იკარდისთვის არცთუ წარმატებულია, რაშიც გარკვეული წვლილი ვანდა ნარასაც მიუძღვის. თებერვალში მაუროს ინტერის კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, რასაც წინ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეუთანხმებლობა და ნერაძურის მისამართით ვანდას მიერ გამოთქმული პრეტენზიები უძღოდა. შედეგად, ფორვარდი ვეღარ თამაშობდა, რის მიზეზადაც ტრავმა სახელდებოდა. 

მიმდინარე სეზონში მაურო იკარდიმ სერია A-ს 25 მატჩში ითამაშა და 10 გოლი გაიტანა. მოსალოდნელია, რომ ზაფხულში არგენტინელი კლუბს შეიცვლის. 

კომენტარები

ბოლო ამბები