Thumbnail

PREVIEW | ლივერპული საჩემპიონო ბრძოლას უხერხულ მეტოქესთან მატჩით აგრძელებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 5 მაისი | ⌚ 22:45 | ⚽ ნიუკასლი V ლივერპული
  • წითლებს სენტ ჯეიმსზე ბოლო 7 ვიზიტიდან, მხოლოდ 1 აქვთ მოგებული...

პრემიერლიგის ოცდამეჩვიდმეტე ტურის მატჩს ლივერპული სენტ ჯეიმს პარკზე ნიუკასლის წინააღმდეგ ჩაატარებს და იურგენ კლოპის გუნდი შუა კვირაში ბარსასთან განცდილი მწარე მარცხის დავიწყებას შეეცდება.

პრემიერლიგის დასრულებამდე სულ ორი მატჩია დარჩენილი და წითლებს 1 ქულიან საჩემპიონო ბრძოლაში შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ, ნიუკასლთან წაბორძიკება ნიშნავს იმას, რომ სიტი ჩემპიონობას სავარაუდოდ ორშაბათსვე იზეიმებს.

კეიტასთვის სავარაუდოდ სეზონი დასრულდა

თუმცა ამისი შანსი დიდია, რადგან მაგალითად შარშან მერსისაიდელებმა ევროპული მატჩების შემდეგ პრემიერლიგაში ბევრი ქულა დაკარგეს - ბარნლისთან, სტოკ სიტისთან, ევერტონთან და დღევანდელ მეტოქესთან - ნიუკასლთან მატჩებში.

ყოფილი მწვრთნელი - რაფა ბენიტესის გუნდთან მატჩის შემდეგ, ლივერპული შემდეგ შეხვედრას ენფილდზე ბარსელონას წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო პრემიერლიგის ბოლო ტურში 12 მაისს სახლში ვულვერჰემპტონს ეთამაშება.

საინტერესო ფაქტები

⚽ ნიუკასლმა ბოლო 7 მატჩიდან სენტ ჯეიმსზე 6 მოიგო და ექვსივეში 2 ან მეტი გოლი გაიანა.

⚽ რაფას გუნდს მაისში ბოლო 4 მატჩიდან ოთხივე მოგებული აქვს, სადაც 13 გოლი გაიტანეს და გაუშვეს მხოლოდ 1.

⚽ პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში, ლივერპულმა საშუალოდ 2.86 გოლი გაიტანა.

⚽ ლივერპულს ნიუკასლში ბოლო 7 ვიზიტიდან, მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული - 2013 წელს 6:0!

⚽ ნიუკასლმა ლიგაში გაშვებული გოლების 33% 75-ე წუთის შემდეგ გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები