Thumbnail
  • ბოსტონ სელტიკსი 116:123 მილუოკი ბაქსი
  • მილუოკიმ ბოსტონს ზედიზედ მეორედ მოუგო და სერიაში დაწინაურდა - 2:1
  • სტუმრებს იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა, რომელმაც 32 ქულა მიითვალა

მილუოკი ბაქსმა სტუმრადაც მოახერხა ბოსტონ სელტიკსის დამარცხება და სერიაში წინ გავიდა - 2:1.

აღმოსავლეთ კონფერენციის ½-ფინალური სერიის მესამე შეხვედრაში "კელტებმა" სასტარტო მეოთხედის მოგება კი შეძლეს, მაგრამ შემდეგ თამაში სტუმრების დომინირებით წარიმართა. ბოლო მეოთხედს ბაქსი 8-ქულიანი უპირატესობით შეხვდა, დასკვნით პერიოდში კი მასპინძლებმა გარდატეხის შეტანა ვეღარ მოახერხეს.

ანტეტოკუნმპომ ისევ ორმაგი დუბლი შეასრულა

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მილუიკის ფორვარდი იანის ანტეტოკუნმპო გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 32 ქულა, 13 მოხსნა. "ბერძენი ტანკის" ანგარიშზე ასევე 8 პასი იყო. 21 ქულა ჯორჯ ჰილმა მიითვალა, ხოლო 20 - კრის მიდლტონმა.

📺 იანისის მომენტები

ბოსტონში ორმაგი დუბლით (20 ქულა, 11 მოხსნა) ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა, კაირი ირვინგმა, რომელმაც 8 სამქულიანიდან მხოლოდ 2 ჩააგდო, თამაში 29 ქულით დაასრულა. ჯეილეინ ბრაუნმა 18 ქულა მიითვალა, 17 - ელ ჰორფორდმა.

📺 ჯეილეინ ბრაუნის ეფექტური დანქი

მილუოკი სერიაში წინ გავიდა, ბოსტონს კი გათანაბრების შესაძლებლობა ისევ საკუთარ არენაზე ექნება - 7 მაისს.

კომენტარები

ბოლო ამბები