Thumbnail
  • ბარსელონა 72:84 ბასკონია
  • თორნიკე შენგელია 18 ქულა, 4 მოხსნა

ესპანეთის ACB ლიგის 28-ე ტურის გადმოტანილ თამაშში ქართველთა ბასკონიამ სტუმრად ბარსელონა დაამარცხა - 84:72.

📺 თოკოს ბრწყინვალე ჩატენვა 

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე ჩატენვა ბარსელონასთან

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე ჩატენვა ბარსელონასთან

Posted by Silk Sport on პარასკევი, 03 მაისი, 2019

ბასკონიას რიგებში გამორჩეული ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო - მან 23:55 წუთში 18 ქულა ჩააგდო, რაც შილდსთან ერთად საუკეთესო შედეგია ბასკონიას რიგებში. თორნიკეს ანგარიშზე 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასია. მეტ ჯენინგს არ უთამაშია. 

წაიკითხე | თორნიკე თევზაძე და მეტ მური - შენგელია ACB ლიგის ტურის სიმბოლურში

ბასკონია 29 თამაშიდან 22 მოგებით მესამე ადგილზეა, ბარსელონას და რეალს 23-23 მოგება აქვთ. ბასკონია კვირას, 30-ე ტურში მე-6 ადგილზე მყოფ მანრესას მასპინძლობს.   

ესპანური მედია მატჩზე

solobasket.com: "თოკოს და შილდს დიდებული მატჩი ჰქონდათ. ეს იყო ბასკების გამარჯვების ფუნდამენტი. როგორც ჩანს, თოკო უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა და ფორმაშიც შევიდა".

"მარკა": "შენგელიამ და შილდსმა ბარსას ჭრილობა მიაყენეს". 

კომენტარები

ბოლო ამბები