Thumbnail

ფრე ტურინულ დერბიში - რონალდომ იუვენტუსი გადაარჩინა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იუვენტუსი 1:1 ტორინო
  • 0:1 ლუკიჩი (18), 1:1 რონალდო (84)

იტალიის სერია A-ს 35-ე ტური იუვენტუსისა და ტორინოს მატჩით გაიხსნა, რომელიც 1:1 დასრულდა. ტურინული დერბი მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო. შეხვედრის მე-18 წუთზე საშა ლუკიჩმა სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა და ტორინო დააწინაურა.

📺 იუვენტუსი V ტორინო

ვალტერ მაცარის გუნდი 84-ე წუთამდე იგებდა, თუმცა კრიშტიანო რონალდომ სეზონში 21-ე გოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ბომბარდირობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბოლო 26 დერბიში ტორინოს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული 2015 წელს.

⚽ იუვენტუსმა 19 მატჩი მოიგო და 5-ჯერ ფრედ ითამაშა. ტორინოს 57 ქულა დაუგროვდა, რაც სერია A-ში ამ გუნდისთვის რეკორდია.

⚽ იუვენტუსს 89 ქულა აქვს და ბოლო სამ ტურში რომას, ატალანტასა და სამპდორიას ეთამაშება.

⚽ ტორინო ევროპალიგისთვის ბრძოლას აგრძელებს, ტურინელები მე-6 ადგილზე არიან და მათ სასუოლოსთან, ემპოლისთან და ლაციოსთან მატჩები ელით. 

კომენტარები

ბოლო ამბები