Thumbnail

ოღონდ წავიდეს და 15 მილიონ ევროს აძლევენ! იუნაიტედი ალექსის სანჩესს აგდებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მანჩესტერ იუნაიტედს ალექსის სანჩესის თავიდან მოშორება უნდა
  • როგორც ირკვევა, კლუბი ჩილელს დაბალ ფასადაც გაყიდის
  • მანკუნიანელთა მიზანი სახელფასო ფონდის გამოთავისუფლებაა

მანჩესტერ იუნაიტედში ალექსის სანჩესი აღარავის სჭირდება და ეს ყველამ იცის. მართალია, ბოლო და გადამწყვეტი სიტყვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა უნდა თქვას, მაგრამ ცხადია, რომ ჩილელი ფეხბურთელის შენარჩუნებას არც ნორვეგიელი ეცდება.

სანჩესი იუნაიტედს არაფერში გამოადგა, ხელფასს კი ზღაპრულს იღებს!

‘დეილი მეილის’ ინფორმაციით, მანჩესტერული გრანდი მზადაა, ჩილელს 30-მილიონიანი ხელფასის ნახევარი გადაუხადოს - თუკი ეს უკანასკნელი ზაფხულში კლუბს დატოვებს და ახალ სამსახურს მოძებნის. საქმე ისაა, რომ სანჩესს იუნაიტედთან გაფორმებული ფანტასტიკური კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და წასვლაზე არ ფიქრობს.

იუნაიტედის ხელმძღვანელები ხვდებიან, რომ ჩილელის ტრანსფერს ხელს სწორედ მისი დიდი ხელფასი (კვირაში 500 000 ფუნტი ბონუსებთან ერთად) უშლის. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ (ოღონდ წავიდეს და) ფული გადაუხადონ! მისი გაშვებით კლუბი სახელფასო ფონდის დიდ ნაწილს გამოათავისუფლებს და სულშერიც გუნდს უფრო თამამად გააძლიერებს.

კომენტარები

ბოლო ამბები