Thumbnail

PREVIEW | ბრძოლა ლიგის ბოლო საგზურისა და გადარჩენისთვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 5 მაისი | ⌚ 14:00 | ⚽ ხეტაფე V ჟირონა
  • მატა-მოლინას დუეტი პორტუ-სტუანის ტანდემის წინააღმდეგ

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში სატურნირო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მადრიდის გარეუბანში, "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" გაიმართება - ხეტაფე ჟირონას მასპინძლობს. მასპინძლები ჩემპიონთა ლიგის მე-4, ბოლო საგზურისთვის იბრძვიან, კატალონიელები კი - ელიტაში დარჩენისთვის. 

ხეტაფე თუ იმარჯვებს, ამ ტურის შემდეგაც სასურველ მე-4 ადგილზე რჩება. მასპინძელთა დაცვის ცენტრში ისევ დიენე დაკონამისა და იგნასი მიკელის დუეტს ვიხილავთ. დიმიტრი ფულკიეს კუნთის პრობლემა აქვს, რის გამოც, შესაძლოა, მის ნაცვლად ფლანგზე უგო დურო ვიხილოთ. მარცხენა ფლანგს ვიტორინო ანტუნეში დააკლდება. ტრავმირებულები არიან ნდიაიე და ბერგარაც. 

მატასა და მოლინას დუეტი მეტოქეებს ბევრ თავსატეხს უჩენს

სტუმრებს მარკ მუნიესა დისკვალიფიცირებული ჰყავთ. მარცხენა მცველად მის ნაცვლად რაულ გარსიას ვიხილავთ. საპირისპირო ფლანგზე ტრავმირებულ პედრო პოროს ვალერი ფერნანდესი შეცვლის. ტრავმირებულია დუგლას ლუისიც, შუახაზში მის ნაცვლად ალექს გარსია გამოჩნდება. ვერ ითამაშებენ ბენიტესი, პლანასი და მოხიკაც. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ხეტაფემ და ჟირონამ ბოლო სამი დაპირისპირება ფრედ დაასრულეს. 

⚽ ლა ლიგის ბოლო სამ საშინაო ტურში ხეტაფეს გოლი არ გაუშვია.

⚽ ჟირონამ ბოლო სამი საგარეო მატჩი დათმო ლა ლიგაში. 

⚽ ხეტაფემ ბოლო 14 ტურში მხოლოდ 2 მატჩი დათმო. 

⚽ ჟირონამ ბოლო 7 ტურში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა

სავარაუდო შემადგენლობები

ხეტაფე (4-4-2): სორია - დ. სუარესი, მიკელი, დაკონამი, კაბრერა - ფულკიე, მაკსიმოვიჩი, არამბარი, ოლივერა - მოლინა, მატა

ჟირონა (4-3-3): ბოუნუ - ვ. ფერნანდესი, ხუანპე, ესპინოსა, რ. გარსია - ა. გარსია, პონსი, გრანელი - პორტუ, სტუანი, ბ. გარსია

კომენტარები

ბოლო ამბები