Thumbnail

თორნიკე თევზაძე და მეტ მური - შენგელია ACB ლიგის ტურის სიმბოლურში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • თორნიკე შენგელია Solobasket-ის ტურის სიმბოლურში
  • მატჩი ბარსელონასთან
  • მე-2 ადგილზე დანქებში
  • კვირას შენგელია თევზაძე გახდება, ჯენინგი - მური

Solobasket-მა ესპანეთის ACB ლიგის 29-ე ტურის საუკეთესო ხუთეული დაასახელა, რომელშიც ბასკონიას ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა.

ხუთეული ასე გამოიყურება: დანი პერესი, ასკია ბუკერი (ტურის MVP), მარკუს ერიკსონი, ლუკ ჰარანგოდი და თორნიკე შენგელია. 

თორნიკემ ფუენლაბრადასთან 101:92 მოგებულ მატჩში 22 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზეა 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა (მარგი ქმედების კოეფიციენტი - 36). 

ტურის სიმბოლური

"მიუხედავად იმისა, რომ ახლახან თორნიკემ და ბასკონიამ ვერ უწიეს ევროლიგის ფინალურ ოთხეულს, ფუენლაბრადასთან მატჩში კაპიტანმა და მთლიანად გუნდმა მტკიცე ხასიათი გამოავლინა. მისი დუეტი პოარიესთან ამ მატჩში გადამწყვეტი გამოდგა საკმაოდ მებრძოლ მოწინააღმდეგესთან", - წერს Solobasket.

დღეს ბასკონია 28-ე ტურის გადმოტანილ მატჩში ბარსელონას სტუმრობს. ბარსელონას ოფიციალური საიტი წერს, რომ სტუმართა მთავარი საფრთხე შენგელიასგან მოდის რომელიც საშუალოდ 14 ქულასა და 5 მოხსნას აკეთებს ესპანეთის ჩემპიონატში.  

თორნიკემ ბოლო ტურში 22 ქულა ჩააგდო

სიურპრიზი ბასკონიას კალათბურთელებისგან

კვირას, 5 მაისს 30-ე ტურის მატჩში ბასკონია მანრესას მასპინძლობს. ამ დღეს ესპანეთში დედის დღეს აღნიშნავენ. ასე რომ, ბასკონიას კალათბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ მაისურებზე დედის გვარებს დაიწერენ. ასე რომ, კვირას ბასკონიაში 23 ნომრით არა შენგელია, არამედ თევზაძე ითამაშებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრ მეტ ჯენინგს, ის მურის გვარით გამოვა სათამაშოდ. 

📺 პატრისიო გარინო დედას სიურპრიზს უწყობს 

მეორე ადგილზე ჩატენვებში

ბასკონიას ტვიტერზე დასახელდა ევროლიგის სეზონში კლუბის მოთამაშეების მიერ შესრულებული ხუთი საუკეთესო ჩატენვა. მეორე ადგილზე გავიდა თორნიკე შენგელიას დანქი. ტვიტერზე ხუთი საუკეთესო დაფარებაც გამოქვეყნდა, თუმცა ქართველი კალათბურთელი სიაში არ მოხვედრილა.

📺 ევროლიგა. ბასკონიას მოთამაშეების სეზონის TOP 5 ჩატენვები 

კომენტარები

ბოლო ამბები