Thumbnail

სიტიმ იუნაიტედს აქაც აჯობა - ინგლისის პრემიერლიგის უძვირფასესი კლუბები

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის უნივერსიტეტში პრემიერლიგის კლუბების სავარაუდო ფასები დაადგინეს
  • მანჩესტერ სიტი ლიგის უძვირფასესი კლუბია, მისი ფასი კი 2,5 მილიარდ ევროზე მეტია

ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მანჩესტერ სიტიმ ბოლო დროს უკან ჩამოიტოვა მანჩესტერ იუნაიტედი და ამჟამად ინგლისის პრემიერლიგის უძვირფასესი კლუბია. 

როგორც BBC იუწყება, მანჩესტერ სიტის ფასი წინა სეზონში 385 მილიონი ფუნტით გაიზარდა და 2,364 მლრდ ფუნტი შეადგენა (დაახლოებით 2,75 მლრდ ევრო). მანჩესტერ იუნაიტედი კი, რომელიც 376 მლნ-ით გაუფასურდა, ამჟამად 2,087 მილიარდ ფუნტად ფასობს. იუნაიტედის ფასის კლება გაცილებით მაღალი ხელფასებითა და დაკლებული შემოსავლებით აიხსნება.

რაც შეეხება ინგლისის პრემიერლიგის სხვა კლუბებს, ტოტენჰემ ჰოთსპურის ფასი 1,8837 მილიარდ ფუნტით განისაზღვრა, ლივერპულისა და ჩელსის - თითოეული 1,615 მლრდ ფუნტით, ხოლო არსენალის - £ 1,368-ით.

ინგლისის პრემიერლიგის 20 კლუბის საერთო ფასმა 2017/18 წლების სეზონში 14,7 მილიარდი ფუნტი შეადგინა, რაც 1.6% ნაკლებია უწინდელ მონაცემზე. ამასთან, ამ თანხის ¾ ლიგის ტოპ-6 კლუბზე მოდის.

ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზეა ბარნლი (398 მლნ ფუნტი), რომელიც "ფინანსური თვალსაზრისით, პრემიერლიგის ყველაზე მომჭირნე კლუბად" არის დასახელებული.

კვლევის ავტორმა კირან მაგუაირმა შეფასების სპეციალური მოდელით იხელმძღვანელა, რომელშიც გაითვალისწინა კლუბების შემოსავლები, მოგება, დანახარჯები, ბოლო სამი წლის ტრანსფერები, აქტივები, ხელფასები, გაყიდული ბილეთები და ა.შ. 

კომენტარები

ბოლო ამბები