Thumbnail

U20 | ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს თასისთვის მზადების ბოლო ეტაპი დაიწყეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ილია მაისურაძის გუნდი მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს
  • დასკვნით ეტაპი შევარდენის ბაზაზე 3 კვირას გაგრძელდება

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასისთვის მზადების ბოლო ეტაპი დაიწყო. ილია მაისურაძის გუნდმა ბოლოსწინა შეკრება სამხრეთ აფრიკაში გაიარა, სადაც საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა მიიღო და 3 მატჩი გამართა. 'ბორჯღალოსნებმა' არგენტინასთან და სამხრეთ აფრიკასთან მატჩი დათმეს, ხოლო ნამიბიის A ნაკრები დაამარცხეს.

გაფართოებულ შემადგენლობაში 38 მორაგბეა. გუნდს რამდენიმე მოთამაშე 18-წლამდელთა ნაკრებიდან დაემატა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონები გახდნენ. 20-წლამდელებს შეუერთდა იაგო ხაბულიანიც, რომელმაც 7-კაცა ნაკრებთან ერთად ზიმბაბვეს ტურნირი მოიგო. მაისურაძის გუნდი ''შევარდენზე“ ორშაბათიდან პარასკევამდე ივარჯიშებს, შაბათ-კვირას დაისვენებს, შეკრებას კი 21 მაისს დაასრულებს და 25-ში გეზს არგენტინისკენ აიღებს.

ამ ეტაპზე გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს ექვსი ლეგიონერი - გიორგი ახალაძე,გია ხარაიშვილი, ზაურ თევდორაშვილი,ლუკა ჭელიძე, ლუკა აზარიაშვილი,ვანო კარკაძე. ექვსივე მათგანი ლეგიონერია და ფრანგულმა კლუბებმა მათი გათავისუფლება არ ისურვეს. ისინი უმცროს ბორჯღალოსნებს 20 მაისს შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: გეგი მურუსიძე (არმაზი, 1), ლუკა ნიორაძე (ჯიქი, 2),საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), გიორგი მენაბდე (ბათუმი, 2),ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო, 4-5),დავით გვიდიანი (არმაზი, 4-5),ლუკა გელაშვილი (არმია, 4-5),ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5),ტატო გვიმრაძე (ხვამლი, 4-5), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7),ბექა ყორიაული (ლელო 6-7),პაატა ბურჭულაძე (რუსთავი, 6-7), მიხეილ ჩაჩავა (ჯიქი, 6-7),საბა ჯღარკავა (ლელო, 6-7),გიორგი ნოდია (ყოჩები, 6-7),იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6, 7, 8),იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6, 7, 8)

ხაზი: მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9),ლუკა მანტკავა (არმაზი, 9),ფრიდონ წიკლაური (ხვამლი, 9), იაგო ხაბულიანი (აია, 9), თედო აბჟანდაძე (აია, 10), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, 10),სანდრო მარგიანი (აკადემია, 10),გივი ცინცაძე (არმაზი, 10), ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12-13),დემურ თაფლაძე (ლელო, 13-14), ზაურ ლუტიძე (ხვამლი, 13),ზურა  ქავთარაძე (ხარები, 11-14),ოთარ ლაშხი (ლელო, 11-14),კოტე მარჯანიშვილი (არმაზი, 11-14),თემურ კოხოძე (აია, 11-14), გიორგი მიქანაძე (აკადემია, 15), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი, 11-15), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15),დაჩი პაპუნაშვილი (არმია, 10-15).

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შარშან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს და 12 საუკეთესო ნაკრებში მე-9 ადგილზე გავიდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები