Thumbnail

წყალბურთელების კოცნა - რა დგას L'Equipe-ის პირველი გვერდის უკან

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • L'Equipe-ის შაბათის ნომრის ქავერს დიდი დისკუსიები მოჰყვა
  • ნომრის მთავარი თემაა ჰომოსექსუალიზმი სპორტში

წამყვანი ფრანგული სპორტული გამოცემა L'Equipe შაბათობით სპეციალურ ჟურნალს უშვებს ხოლმე. ამ შაბათს, ჟურნალის მთავარი თემაა “ჰომოსექსუალიზმი სპორტში”. ჟურნალის პირველი გვერდი კი ასე გამოიყურება:

ორი წყალბურთელი მამაკაცი ერთმანეთს კოცნის - ამ ქავერმა დიდი დისკუსიები გამოიწვია. მაგალითად, გაზეთის ერთ-ერთმა გამომწერმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ L'Equipe-ის გამოწერას აუქმებს, რაზეც რედაქციამ მალევე უპასუხა:

სტატიაში რამდენიმე ამბავია მოყოლილი. მაგალითად, ჯასტინ ფაშანუს ისტორია - ინგლისელი 1990 წელს პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ჰომოსექსუალი იყო და წლების შემდეგ თავი მოიკლა. ვრცელ სტატიაში სხვადასხვა სპორტსმენები აცხადებენ, რომ მათი აზრით, სექსუალურმა ორიენტაციამ მათი კარიერა დააზარალა. L'Equipe-ის ამ ნომერში ასევე საუბარია ჰომოფობიური სიმღერების შესახებ საფრანგეთის სტადიონებზე და იმ ფაქტზე, რომ ჰომოსექსუალ სპორტსმენებს განსაკუთრებით ბრაზილიაში უჭირთ მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გახდა.

პირველი გვერდის ფოტო ამსტერდამში გამართულ ტურნირზეა გადაღებული. სწორედ იქ თამაშობდნენ იმ ფილმის პროტოტიპები, რომელიც მალე გამოდის. ეს არის ფრანგული კომედია, სადაც ცნობილი მოცურავე ერთ-ერთ ინტერვიუში ჰომოფობიურ განცხადებას გააკეთებს. ამის შემდეგ მას ჰომოსექსუალი წყალბურთელების გუნდის მწვრთნელად დანიშნავენ, რომელიც შესაბამის ოლიმპიადაზე (Gay Games) მონაწილეობს...

კომენტარები

ბოლო ამბები