Thumbnail

ქარიშხალი - მოკრივე, რომელმაც 20-წლიანი სასჯელი ტყუილად მოიხადა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • BBC-იმ რუბინ კარტერის ისტორია გააცოცხლა
  • 'ქარიშხალმა' 20 წლიანი სასჯელი ტყუილად მოიხადა...

რუბინ კარტერი 60-იანი წლების კრივის საშუალო წონის დივიზიონში ერთ-ერთ წამყვანი მოკრივე გახლდათ, აქტიური კარიერის პერიოდში 1966 წელს კარტერი და მისი მეგობარი ჯონ არტისი პოლიციამ დააკავა.

მათ ბრალი 3 ადამიანის მკვლელობაში დასდეს და 20 წლით თავისუფლება მიუსაჯეს. თუმცა კარტერი არ დანებდა და ბრალი არ აღიარა. თითქმის 20 წლის შემდეგ ფედერალურმა სასამართლომ გაამართლა და გირაოს გარეშე გაათავისუფლეს.

1993 წელს მსოფლიო კრივის საბჭომ კარტერს საპატიო მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი გადასცა, ასევე "ქარიშხალის" სახელი და გვარი ნიუ ჯერსის კრივის დიდების დარბაზში მოხვდა. 2019 წელს კი თითქმის 1 წლიანი გამოძიების შემდეგ BBC-იმ კარტერის ისტორია გააცოცხლა და აქამდე უცნობი ჩანაწერებით გაჯერებულ პოდკასტების სერიას დაუდო სათავე.

რუბინ კარტერის ისტორია სიმღერაში აღწერა ბობ დილანმა, ხოლო ნორმან ჯუისონმა 1999 წელს "ქარიშხალი" გადაიღო, სადაც კარტერის როლის შესრულებისთვის დენზელ ვაშინგტონი 2000 წელს ოსკარზე წარადგინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები