Thumbnail

დ'ანჯელო რასელი მარიხუანაზე ჩავარდა - საიდუმლო სამალავი ჩაის ქილაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრუკლინ ნეტსის გამთამაშებელს ნიუ იორკის აეროპორტში ბარგში მარიხუანა აღმოუჩინეს
  • რასელი ნარკოტიკულ საშუალებას ცივი ჩაის ქილაში, ფარულ განყოფილებაში მალავდა
  • 23 წლის კალათბურთელს სასამართლო და სავარაუდოდ, ფულადი ჯარიმა ელოდება

NBA-ს კალათბურთელი დ’ანჯელო რასელი პოლიციამ ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავა. ბრუკლინ ნეტსის 23 წლის გამთამაშებელს ნიუ იორკის აეროპორტში ბარგში მარიხუანა აღმოუჩინეს. 

იუწყებიან, რომ რასელს 50 გრამამდე მარიხუანა ბარგში საგულდაგულოდ ჰქონდა დამალული - ცივი ჩაისთვის განკუთვნილი ქილის ფარულ საცავში.

სპორტსმენი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და დაკითხეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. ამასთან, რასელს სასამართლოს უწყება გადასცეს, სადაც საქმის შემდგომი განხილვა გაგრძელდება. სავარაუდოდ, ამ დანაშაულისთვის კალათბურთელს ფულად ჯარიმას დააკისრებენ.

NBA-ს კოლექტიური შეთანხმების თანახმად, მოთამაშე, რომელიც მარიხუანაზე პირველად ჩავარდება, 25 ათასი დოლარით უნდა დაჯარიმდეს. 

ბრუკლინ ნეტსის გამთამაშებელი მანამდე ლოს ანჯელეს ლეიკერსშიც გამოდიოდა, სულ კი NBA-ში გატარებულ ოთხ სეზონს ითვლის. 

გასულ რეგულარულ სეზონში დ’ანჯელო რასელი მოედანზე საშუალოდ 30 წუთს ატარებდა, რა დროშიც 21,1 ქულასა და 7 პასს ითვლიდან. 23 წლის კალათბურთელი, რომელიც 2019 წლის “ყველა ვარსკვლავის” ნაკრებშიც მოხვდა, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები