Thumbnail
  • ფილადელფია სიქსერსი 116:95 ტორონტო რაპტორსი
  • ჯოელ ემბიიდმა მეტოქეს 33 ქულა ჩაუგდო, რაც ჯიმი ბატლერის დამსახურებაცაა
  • პასკალ სიაკამმა თანამემამულე ემბიიდს ფეხი დაუდო და ტრავმისთვის გაიმეტა

აღმოსავლეთ კონფერენციის ½-ფინალში ზედიზედ მეორე თამაშის მოგება მოახერხა ფილადელფია სიქსერსმა, რომელმაც ტორონტო რაპტორსს საკუთარ მოედანზე შანსი არ მისცა და 21 ქულის სხვაობით მოუგო. მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში ანგარიშში წინ იყვნენ, ბოლო მეოთხედი კი 13-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

გამარჯვებულებს ჯოელ ემბიიდმა ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 33 ქულა, 10 მოხსნა. ჯიმი ბატლერს კი სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - 22 ქულა, 9-9 მოხსნა და პასი. ჯეი ჯეი რედიკი თავის გუნდს 15 ქულით დაეხმარა. კანადური გუნდის შემადგენლობაში 33 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზე იყო, 20 - პასკალ სიაკამის, 13 - დენი გრინის. ტორონტოს მოთამაშეებიდან 10-ქულიანი ზღვარი სხვას არავის გადაულახავს.

ჯოელ ემბიიდმა ამ მატჩში თამაშიდან 18-იდან 9 ტყორცნა ზუსტად შეასრულა, 4 სამქულიანიდან კი 3 ჩააგდო. საინტერესოა, რომ ფილადელფიას ცენტრს პერიმეტრიდან სროლისკენ მისი თანაგუნდელი ჯიმი ბატლერი აქტიურად მოუწოდებდა. 

📺 ბატლერი და ემბიიდი

ემბიიდი ყურადღების ცენტრში თამაშის სხვა ეპიზოდშიც მოექცა, როდესაც მის წინააღმდეგ უხეშად ტორონტოს ფორვარდმა პასკალ სიაკამმა ითამაშა. ბოლო მეოთხედში, რაპტორსის შეტევის დროს, ემბიიდმა სიაკამს დაუფარა. პასკალმა წონასწორობა დაკარგა და დაეცა, მაგრამ ჯოელს განზრახ ფეხი დაუდო. ამისთვის სტუმართა ფორვარდს არასპორტული ფოლი მისცეს, თავად სიაკამმა ემბიიდს ბოდიში მოუხადა. შეგახსენებთ, რომ ორივე კალათბურთელი კამერუნელია და მეგობრობენ.

📺 სიაკამის არასპორტული ფოლი

სასტარტო მატჩში წაგების შემდეგ, ფილადელფია ტორონტოსთან სერიაში  დაწინაურდა - 2-1.  ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირებაც სიქსერსის დარბაზში, 5 მაისს ჩატარდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები