Thumbnail

გოლფი | საქართველოში პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 18-19 მაისი საქართველოს ჩემპიონატი გოლფში
  • ტურნირის მასპინძელი 'თბილისი ჰილსი'

18-19 მაისს, საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირს კომპლექს - "თბილისი ჰილსი" - Tbilisi Hills Golf & Residences - გოლფის მოედანი უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 30-ზე მეტი გოლფერი მიიღებს, მათ შორის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - მიხეილ ძაძამია და ანდრო შილაკაძე.

ტურნირისთვის ემზადებიან

დასკვნით დღეს გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე ოთხეული, რომელიც აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 

საქართველოს გოლფის ფედერაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ევროპის გოლფის ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო 2015 წლიდან მსოფლიოს პირველი და ყველაზე პრესტიჟული გოლფ კლუბის - R&A (Royal and Ancient Golf Club of St Andrews) წევრია.

"თბილისი ჰილსი" საქართველოში პირველი საერთაშორისო დონისა და პრემიუმ კლასის გოლფ კლუბია. მოედანი 18 ფოსოიანია. კლუბი, რომელიც 56 ჰექტარზეა გაშენებული, სოფელ თელეთისა და შავნაბადის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წელს გაიხსნა. 

ხედი ერთ-ერთი მოედნიდან

კომენტარები

ბოლო ამბები