Thumbnail

დაბრუნება 5 თვის შემდეგ - ბითაძემ მეგა ბიმაქსში ითამაშა და გაიმარჯვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მეგა ბიმაქსი 97:95 ნოვი პაზარი
  • გოგა ბითაძე - 10 ქულა, 4 მოხსნა

19 წლის გოგა ბითაძემ 15 დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა სერბული მეგა ბიმაქსის შემადგენლობაში - მისმა გუნდმა სუპერ ლიგის მე-2 ტურში შინ ნოვი პაზარს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 97:95 დაამარცხა.

გოგამ, რომელიც ბუდუჩნოსტში იყო განათხოვრებული, მაგრამ ადრიატიკის ლიგის დასრულების შემდეგ სერბულ გუნდს დაუბრუნდა, ცოტა ითამაშა - 19:10 წუთი. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ცოტა კი იმიტომ ითამაშა, რომ ხუთი პერსონალური შენიშვნა მიიღო.

მეგა ბიმაქსი B ჯგუფშია (1-1 მოგება და წაგება) და მომდევნო მატჩს 5 მაისს გამართავს (სტუმრად სლობოდასთან). პლეი ოფში 6-გუნდიანი ჯგუფიდან 4 გადის. 

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში მეგა ბიმაქსი სტუმრად პარტიზანთან 69:102 დამარცხდა, ამ შეხვედრაში გოგას მონაწილეობა არ მიუღია - ის სამშობლოში ისვენებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები