Thumbnail

ფინალში ხეორხინასთან ერთად - კალაშნიკოვა WTA-ს მე-5 ტიტულისთვის იბრძოლებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოქსანა კალაშნიკოვა რაბათში წარმატებით თამაშობს
  • ფინალი 4 მაისს გაიმართება

ოქსანა კალაშნიკოვა (წყვილებში 82) წარმატებით ასპარეზობს მაროკოს ღია პირველობაზე (WTA. $250,000), სადაც ის ესპანელ ხეორხინა გარსია-პერესს შეუწყვილდა. რაბათის თიხნარზე ქართულ-ესპანური წყვილი ფინალშია.

ნახევარფინალური მატჩი ოქსანამ და ხეორხინამ რუმინელ ანა ბოგდანსა და ბულგარელ იზაბელა შინიკოვას მოუგეს - 7:6 (7:3), 6:3. 

ფინალი 4 მაისს გაიმართება, კალაშნიკოვა და გარსია-პერესი მარია მარტინესსა (ესპანეთი) და სარა სორიბესს (ესპანეთი) დაუპირისპირდებიან. 

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ოქსანა კალაშნიკოვას წყვილებში WTA-ს ტურნირი 4-ჯერ აქვს მოგებული (ბაქო 2013, ბუქარესტი 2015, ჰერტოგენბოში 2016 და ბუდაპეშტი 2017). 

კომენტარები

ბოლო ამბები