Thumbnail

ვინ რამდენს იწონის - ტოჩინოშინი ყველაზე მაღლებში, გაგამარუ ყველაზე მძიმეებში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 12-26 მაისი: ნაცუ ბაშო
  • 30 აპრილიდან ტოჩინოშინი სეკივაკეა
  • აწონვა/გაზომვის ოფიციალური ცერემონიალი

წელიწადში სამჯერ - იანვრის, მაისისა და სექტემბრის ბაშოების წინ - სუმოისტთა აწონვა/გაზომვის ოფიციალური ცერემონიალი იმართება. ნაცუ ბაშოს წინ პროფესიონალი სუმოისტები აწონეს, მათ შორის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ).

რიკიშები აწონვამდე - ცენტრში ტოჩინოშინი

31 წლის სეკივაკე ტოჩინოშინი სიმაღლეში 191 სანტიმეტრია და ის 170 კილოს იწონის. 
32 წლის ჯურის მე-7 ნომერი გაგამარუ სიმაღლეში 186 სანტიმეტრია და ის 199 კილოს იწონის. 

საინტერესო ფაქტები 

იოკოძუნა თავის წონას ინარჩუნებს

⚖ ყველაზე მძიმე სეკიტორი სეკივაკე იჩინოჯოა 227 კილო. შემდეგ მოდის მე-8 მაეგაშირა კაისეი - 204, ჯურიოს მე-9 ნომერი მიტორიუ - 200 და გაგამარუ.

⚖ მაკუუჩის (უმაღლესი) დივიზიონის საშუალო წონა 163.9 კილოგრამია. 2.3 კილოთი ნაკლები წინა აწონვასთან შედარებით.

⚖ დებიუტანტი ენჰო 99 კილოა. ელიტაში 7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სუმოისტია, რომელიც 100 კილოს არ იწონის. ენჰომ თქვა, რომ ბაშომდე 3-5 კილოს მოიმატებს.

⚖ იოკოძუნა ჰაკუჰო ისევ 158 კილოს იწონის, იოკოძუნა კაკურიუმ კი 4 კილოთი მოიმატა - 161.

⚖ ყველაზე მაღალი ჯურიოს პირველი ნომერი იკიოია - 194 სმ.

⚖ ენჰო არა მარტო ყველაზე მსუბუქი (99), არამედ, ყველაზე დაბალიცაა - 168 სმ.

კომენტარები

ბოლო ამბები