Thumbnail

გიორგი ჩაკვეტაძის ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ტრანსფერი გამორიცხული არ არის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გიორგი ჩაკვეტაძეს დღეს ოპერაცია გაუკეთეს
  • ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა
  • 19 წლის ფეხბურთელის მრჩეველმა გოგა გახოკიძემ popsport.com-ის კითხვებს უპასუხა

დღეს, გიორგი ჩაკვეტაძემ ოპერაცია გაიკეთა. საქართველოს ნაკრების და ბელგიური გენტის ფეხბურთელი ჯერ სუსტადაა, თუმცა რაც მთავარია, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - ექიმები კმაყოფილები არიან. popsport.com ჩაკვეტაძის აგენტს, გოგა გახოკიძეს დაუკავშირდა.

გოგა გახოკიძე: ახლა სწორედ გიორგისთან ვარ. თვითონ ჯერ ვერ გაგესაუბრებათ.  

popsport: როგორ ჩაიარა ოპერაციამ, რა პროგნოზები აქვთ ექიმებს და როგორ გრძნობს თავს გიორგი?

გოგა გახოკიძე: ორი საათია, რაც ოპერაცია გაუკეთეს და ჯერ სუსტად არის. რაც მთავარია, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, პროგნოზების შესახებ ლაპარაკი კი ჯერ ადრეა. 

popsport: ნიშნავს თუ არა ეს ოპერაცია იმას, რომ ჩაკვეტაძე გენტში რჩება და ზაფხულში მისი ტრანსფერი გამორიცხულია?

გოგა გახოკიძე: გამორიცხული არაფერია. რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ადრეა ამაზე ლაპარაკი.

popsport: გიორგის გენტთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. ბელგიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულება გახანგრძლივდა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

გახოკიძე: გიორგის გენტთან ხელშეკრულების ვადა 2022 წელს ეწურება. დღეს, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ.

კომენტარები

ბოლო ამბები