Thumbnail

'იკერ კასილიასი ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს' - კარდიოლოგის დასკვნა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პორტუს 37 წლის გოლკიპერს 1-ელ მაისს გულზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა 
  • კარდიოლოგი ხუან ანტონიო კორბალანი ამბობს, რომ იკერის კარიერა დასრულდა

კარდიოლოგი ხუან ანტონიო კორბალანი იუწყება, რომ პორტუს გოლკიპერი იკერ კასილიასი, რომელმაც 1-ელ მაისს გულის შეტევა გადაიტანა, ოპერაციის შემდეგ იძულებული გახდება ფეხბურთელის კარიერა დაასრულოს.

მეტი ამ თემაზე: გულის შეტევა 37 წლის ასაკში! იკერ კასილიასი კლინიკაშია

"ფეხბურთის თამაში კორონარული სტენტირების შემდეგ შეუძლებელია, აღარაფერს ვამბობ მეკარეობაზე. საბოლოო ჯამში, იკერი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, უბრალოდ, პროფესიონალურ დონეზე სპორტში აღარ იქნება" - აქვეყნებს კორბალანის სიტყვებს AS.

იკერი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს

37 წლის ესპანელ მეკარეს ჯანმრთელობის პრობლემა პორტუს ვარჯიშზე შეექმნა, კლუბის სამედიცინო შტაბმა კი ფეხბურთელის საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა. მოგვიანებით იკერ კასილიასს ოპერაცია ჩაუტარდა, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. 

მეტი ამ თემაზე: იკერ კასილიასი: ყველაფერი კარგადაა, მადლობა სიყვარულისთვის...

იკერ კასილიასი 2015 წლამდე მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც პორტუში აღმოჩნდა. მას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და ყველა სერიოზული საკლუბო და სანაკრებო ტიტული აქვს მოგებული. იკერს პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები