Thumbnail
  • ზაზა ფაჩულია ბარსელონა-ლივერპულის მატჩს გამოეხმაურა
  • ქართველმა ინსტაგრამზე ლებრონ ჯეიმსს მიმართა
  • კიდევ რა გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში მესის ბრწყინვალე გოლს

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ლივერპულს 3:0 მოუგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ლიონელ მესიმ ბარსელონას მაისურით მე-600 გოლი საოცარი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. სოციალურ ქსელებში უამრავმა ადამიანმა კიდევ ერთხელ შეაფასა გენიალური არგენტინელის თამაში. მათ შორის იყო ზაზა ფაჩულიაც, რომელმაც ინსტაგრამ სთორიში ლებრონ ჯეიმსი მონიშნა და დაწერა: ''ბოდიში kingjames, მაგრამ ბარსა ზედმეტად კარგია ლივერპულისთვის''. ცნობილია, რომ ლებრონი ლივერპულის ქომაგია და მერსისაიდული კლუბის აქციებსაც ფლობს.

ზაზა ფაჩულიას პოსტი ინსტაგრამ სთორიში

📋 მეტი ამ თემაზე

ტრადიციულად, მესის ბრწყინვალე თამაშს გარი ლინეკერი და რიო ფერდინანდიც გამოეხმაურნენ. მათ არგენტინელის თამაშით დიდი სიამოვნება მიიღეს და აღფრთოვება ვერ დამალეს. ლინეკერმა ტვიტერზე ასეთი პოსტი დაწერა: ''უბრალოდ გაოცებული ვარ. ლიონელ მესიმ ბარსელონასთან ერთად მე-600 გოლი გაიტანა. პატარა გენიოსი ლოგიკას განსაზღვრავს.''

რიო ფერდინანდმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ მესის ჯარიმაზე მას და ლინეკერს.

ესპანურმა გამოცემამ, 'მარკამ', ვებგვერდზე მატჩის სტატია ასეთი სათაურით გამოაქვეყნა: ''მიეცით მესის ოქროს ბურთი ხვალვე!"

ლიონელ მესიმ მესამე ადგილზე გადაინაცვლა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც ინგლისის TOP 5 გუნდთან ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი. მესიმ ინგლისური კლუბებს 26-ჯერ გაუტანა. მასზე მეტი გოლი მხოლოდ ჯეიმი ვარდის და სერხიო აგუეროს აქვთ.

არგენტინელი 600-იანთა კლუბს შეურთდა. საკლუბო კარიერის განმავლობაში 600 და 600-ზე მეტი გოლი მესის გარდა კიდევ 6 ფეხბურთელს აქვს გატანილი: პელეს, რომარიოს, იოზეფ ბიცანს, ფერენც პუშკაშსა და კრიშტიანო რონალდოს.

მარიო ბალოტელიმ ინსტაგრამ სთორიში მესის ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: ''ლიონელ მესი ფენომენი. გთხოვთ, ფეხბურთის გულისთვის, ნუ გავუთანაბრებთ მესისა და იუვენტუსის შვიდ ტიტულს ერთმანეთს.''

ბარსელონას ქომაგებმა მესის გოლი ასე აღნიშნეს.

სესკ ფაბრეგასი: ''ქედს ვიხრი ლივერპულის კარგი თამაშის წინაშე. ასეთი თამაში შეიძლება წააგოთ გუნდთან, რომელიც კარგი მეტოქეა, მაგრამ განსაკუთრებით ერთ ფეხბურთელთან, რომელიც სხვებზე მაღლა დგას.''

კომენტარები

ბოლო ამბები