Thumbnail

გერმანია სიკვდილის ჯგუფში - ერთა ლიგის სრული წილისყრა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფას ახალი ტურნირი - ერთა ლიგა დაკომპლექტდა.
  • წილისყრის შედეგად 55 ევროპული ნაკრები 4 ლიგის 16 ჯგუფში გადანაწილდა. 

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 

A ლიგა

A ლიგის 4 ჯგუფში ევროპის საუკეთესო 12 ნაკრები განაწილდა. 

ჯგუფი 1: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია

ჯგუფი 2: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია

ჯგუფი 3: პორტუგალია, იტალია, პოლონეთი

ჯგუფი 4: ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია

2019 წლის ივნისში ჯგუფების გამარჯვებულები პლეი ოფის სისტემით (ნახევარფინალები, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი) ითამაშებენ, რათა უეფას ერთა ლიგის ჩემპიონი გამოავლინონ. ფინალური სტადიის მასპინძელს 2018 წლის დეკემბერში, მონაწილეთა შორის შეარჩევენ.

ჯგუფების ბოლოადგილოსნები B ლიგაში დაქვეითდებიან. 

ლიგის ოთხ რჩეულ ნაკრებს შორის, რომლებსაც არ ექნებათ მოპოვებული ევრო 2020-ის საგზური, 2020 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატის ერთი საგზური გათამაშდება.   

B ლიგა

12 ნაკრებია B ლიგაშიც. წილისყრის შედეგად ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

ჯგუფი 1: სლოვაკეთი, უკრაინა, ჩეხეთი

ჯგუფი 2: რუსეთი, შვედეთი, თურქეთი

ჯგუფი 3: ავსტრია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ჩრდილოეთ ირლანდია

ჯგუფი 4: უელსი, ირლანდია, დანია. 

ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგის საგზურს მიიღებენ, ბოლოადგილოსნები კი С ლიგაში გადაინაცვლებენ.

ლიგის ოთხ რჩეულ ნაკრებს შორის, რომლებსაც არ ექნებათ მოპოვებული ევრო 2020-ის საგზური, 2020 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატის ერთი საგზური გათამაშდება.   

С ლიგა 

С ლიგაში 15 ნაკრები გამოდის. 3 ჯგუფი 4-გუნდიანია, 1 - 3-გუნდიანი. წილისყრამ ჯგუფები ასე დააკომპელქტა:

ჯგუფი 1: შოტლანდია, ალბანეთი, ისრაელი

ჯგუფი 2: უნგრეთი, საბერძნეთი, ფინეთი, ესტონეთი

ჯგუფი 3: სლოვენია, ნორვეგია, ბულგარეთი, კვიპროსი

ჯგუფი 4: რუმინეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ლიტვა

ჯგუფების გამარჯვებულები В ლიგაში აღზევდებიან, ბოლოადგილოსნები კი D ლიგაში გადაინაცვლებენ.

ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები, რომლებსაც ევრო 2020-ის საგზური არ ექნებათ მოპოვებული, 2020 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაითამაშებს.

D ლიგა

D ლიგის ჯგუფების წილისყრის შესახებ, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, უფრო ვრცლად ამ სტატიაში წაიკითხავთ.

ლიგაში ევროპის ყველაზე სუსტი 16 ნაკრებისგან 4 4-გუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდა. 

ჯგუფი 1: საქართველო, ლატვია, ყაზახეთი, ანდორა

ჯგუფი 2: ბელარუსი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან-მარინო

ჯგუფი 3: აზერბაიჯანი, ფარერები, მალტა, კოსოვო

ჯგუფი 4: მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი

ჯგუფების გამარჯვებულები C ლიგაში აღზევდებიან. 

ლიგის ოთხ რჩეულ ნაკრებს შორის, რომლებსაც არ ექნებათ მოპოვებული ევრო 2020-ის საგზური, 2020 წლის მარტში ევროპის ჩემპიონატის ერთი საგზური გათამაშდება. 

უეფას ერთა ლიგის კალენდარი

1 ტური: 2018 წლის 6-8 სექტემბერი
2 ტური: 2018 წლის 9-11 სექტემბერი
3 ტური: 2018 წლის 11-13 ოქტომბერი
4 ტური: 2018 წლის 14-16 ოქტომბერი
5 ტური: 2018 წლის 15-17 ნოემბერი
6 ტური: 2018 წლის 18-20 ნოემბერი

ფინალური სტადიის წილისყრა 2018 წლის დეკემბერში გაიმართება. 
ფინალური სტადია 2019 წლის 5-9 ივნისს ჩატარდება.

ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩების წილისყრა 2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართება.
ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩები 2020 წლის 26-31 მარტს ჩატარდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები