Thumbnail

BREAKING: გულის შეტევა 37 წლის ასაკში! იკერ კასილიასი კლინიკაშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მადრიდის რეალის ლეგენდა იკერ კასილიასი პორტუში CUF-ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მიზეზი გულის შეტევაა! პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, 37 წლის მეკარის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

Maisfutebol-ის ცნობით, იკერს გულის შეტევა დილით, ვარჯიშზე დაემართა, რის შემდეგაც სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს. ახლა ის უკვე კონტაქტურია და შეიძლება ითქვას, რომ მთავარი საფრთხე ჩავლილია.

იკერ კასილიასი 9 წლის ასაკიდან 2015 წლამდე რეალში თამაშობდა და მას ყველა სერიოზული საკლუბო და სანაკრებო ტიტული მოგებული აქვს.

Fuerza Iker

სოციალურ მედიაში უკვე დაიწყო იკერის მხარდამჭერი კამპანია - Fuerza Iker. ერთ-ერთი პირველი, ვინც რეალის ყოფილ ვარსკვლავს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა, რაფაელ ნადალი იყო.

რაფა ნადალი

ფიფა

ლა ლიგა

გარეთ ბეილი

ჩელსი

მესუთ იოზილი

ვალენსია

რომა

მანჩესტერ სიტი

პორტუ

რეალი

კომენტარები

ბოლო ამბები