Thumbnail

ანდერდოგი - ნოე ცანავას ფილმი მერაბ დვალიშვილის შესახებ

მერაბ დვალიშვილი ქართველი მებრძოლია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ორგანიზაციის (UFC) რიგებში ირიცხება. კარიერის მთავარი ბრძოლა მან სექტემბერში ჩაატარა: მოსკოვში ტერიონ ვეარი იოლად დაამარცხა და ორგანიზაციაში თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა. შერეულ ორთაბრძოლებში კარგად გათვიცნობიერებულ ხალხში მერაბი დიდი პატივისცემით სარგებლობს, ქომაგებიც მრავლად ჰყავს და ახლა სრულად სპორტული შედეგების ჩვენებაზეა კონცენტრირებული.

სხვა ქართველი სპორტსმენების დიდი ნაწილის მსგავსად, მერაბ დვალიშვილმაც ურთულესი კარიერული გზა გაიარა - მიწისქვეშა რინგებზეც ბევრი იჩხუბა და ნიუ იორკში სახლებსაც ანგრევდა და არემონტებდა.

"მერაბს თბილისში, რამდენიმე თვის წინ შევხვდი. ნიუ იორკიდან ახალი დაბრუნებული იყო და პოპსპორტის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. მასთან საუბრის, მისი ისტორიის მოსმენის შემდეგ გადავწყვიტეთ, ამ ამბავს გაცილებით სერიოზულად მივდგომოდით და ერთ რიგით ინტერვიუზე გაცილებით მეტი გაგვეკეთებინა. მაშინ დაიწყო მუშაობა ფილმზე 'ანდერდოგი', რომლის საბოლოო ვერსია, იმედი მაქვს, მაყურებელს მოეწონება," - ამბობს ფილმის რეჟისორი ნოე ცანავა.

კომენტარები

ბოლო ამბები