Thumbnail

POP 5 | ერეკლე ინაშვილის რჩეული საფეხბურთო ბრენდები

მიხეილ დუმბაძე პროფილის ფოტო
მიხეილ დუმბაძე

ხუთეულის შედგენა ბრენდინგის და პროდუქტის განვითარების სპეციალისტს, დიზაინერ ერეკლე ინაშვილს ვთხოვეთ, რომელიც წლებია, გერმანიაში მოღვაწეობს და საკუთარი Brand Thinking Studio აქვს. გარდა ამისა, ერეკლე მუშაობს სპორტული ტრანსლაციების ინოვაციურ პროდუქტზე Design Lead-ის რანგში, რომელსაც ევროპაში სპორტის Netflix-საც ეძახიან.

5. MLS | ყოვლისმომცველი სისტემა - არამხოლოდ ლოგო

MLS-ის ვიზუალური აიდენტიკა, ერთი შეხედვით, შეიძლება მოსაწყენად მოგეჩვენოთ, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ მისი უნიკალურობა ერთიანი დიზაინ-სისტემის შექმნაში მდგომარეობს. დინამიური ბრენდი ქამელეონივით ერგება ლიგის ყველა კლუბის ფერს და აერთიანებს მათ ერთიან სივრცეში, რაც ძალიან ძლიერი ნაბიჯია ლიგის ბრენდისთვის, გააერთიანოს და აირეკლოს MLS ის კლუბების ხელწერა.

ბრენდი - სრული ქეისი

4. PSG | ჭეშმარიტად ფრანგული, პარიზული დნმ-ით 

ბრენდმეიქერებისგან ხშირად გაგვიგია, ლოგო ერთბაშად მთლიან ისტორიას ვერ მოგიყვება, მისი ვიზუალური იდენტობა უნდა გადმოსცემდეს მთავარ მესიჯებს, ტრანსპორტირებდეს ბრენდის უტყუარ ხასიათს და ქარიზმას. 
   
პსჟ-ს შემთხვევაში ეს ბალანსი ოსტატურად არის დაცული. გარდა იმისა, რომ დღევანდელი ბრენდი მაქსიმალურად ახლოსაა პირვანდელ ვერსიასთან, მასში გაძლიერებულია ის ელემენტები, რომელიც მომგებიანია ბრენდისთვის. კერძოდ: ვორდმარკა „Paris“ პირველ პლანზეა წამოწეოული. თვითონ პარიზის სახელი კი თავისთავად ძლიერი ფასუელობაა და ეხმარება საფეხბურთო ბრენდს სპორტული აქსესუარების და ტანსაცმლის გაყიდვებში, მათ შორის არასაფეხბურთო მომხარებლებში. ამაზე უფრო დაწვრილებით პირველ ადგილოსანთან ვისაუბრებთ.
 
გარდა ამისა, ეიფელის კოშკის თაღი საფეხბურთო ბურთის ფორმაც არის, რომელიც ერთი შეხედვით, შეიძლება არ ჩანდეს და უფრო ქვეცნობიერ დონეზე მუშაობდეს. აღარაფერს ვამბობ საფრანგეთის დროშის ფერების მიზანმიმართულ გამოყენებაზე, რაც ხაზს უსვამს, რომ PSG ეროვნული გუნდი და ქვეყნის საფეხბურთო სახეა.   
 
ბრენდი - სრული ქეისი

3. ARSENAL | ძვირფასი, ტრადიციული და წითელი

იშვიათია წითელი ფერის, რომელიც ასე ხშირად გვხვდება საფეხბურთო სიმბოლიკაში ასეთი წარმატებული კავშირი ლონდონის არსენალთან. ამაში კი ბრენდის თანმიმდევრული მენეჯმენტი და წლების მანძილზე ტრადიციულად თეთრის და წითლის გამოყენებაა, რომელიც მაქსიმალურად 
მომგებიანი კომბინაციაა.

მთავარი კი მაინც უნიკალური მეთოფეების სიმბოლოა. ზარბაზანი, რომელიც ტრადიციას, ისტორიას ერთი მარტივი სიმბოლოთი ყვება. გამართული და თანამედროვე ვიზუალური სისტემა, რომლის დამატებითი ფერი - თამბაქოსფერის ოქრო ბრენდს განსაკუთრებულ სიძვირფასეს სძენს.

ასევე ნახე - არსენალის ბრენდ ატრიბუტიკა

2. PREMIER LEAGUE | პური და სანახაობა 

პრემიერლიგის ბრენდინგი, დიდი ხანია გაცდა საფეხბურთო ფარგლებს და დასამახსოვრებელი ქეისი შექმნა ზოგადად ბრენდინგის სფეროში.

ფერების თამამი, ექსპრესიული გამოყენება საფეხბურთო ლიგას, როგორც შოუს ისე წარმოაჩენს. ნეონის ჭჟეტელა ფერები, დიდრონი შრიფტები არა სპორტული ივენთის, არამედ გრანდიოზულ entertainment სანახაობის განცდას გვიქმნის. დაამშევენბდა ნებისმიერი მუსიკალური შოუს, ან კონცერტის საკომუნიკაციო სტილს. ამ მიდგომამ საფეხბურთო ბრენდინგი სხვა რეგისტრში აიყვანა.

ფერების გამოყენების მკაფიო წესები და დიზაინ-სისტემა დიდ როლს თამაშობს, ყველა კომბინაცია და ელემენტი მკაცრად გაწერილი და ნაფიქრია. აქვე უნდა აღინიშნოს, სამაუყწებლო დიზაინი რომელიც ცალკე უნიკალური ქეისია, სტატისტიკის და ინფოგრაფების გამოყენებაში ტრანსლაციების დროს.

არ გვავიწყდება მთავარი ვიზუალური სიმბოლო - გვირგვინოსანი ლომის გამარტივებული ფორმა, რომელიც მისი წინამორბედისგან განსხვავებით მხოლოდ ცხოველის პროფილზე აკეთებს აქცენტს და არა მთლიან გამოსახულებაზე ბურთით. less is more - სიმარტივე ამ შემთვევაშიც ბევრად იგებს.

ბრენდი - სრული ქეისი
სამაუწყებლო დიზაინი - სრული ქეისი

1. JUVENTUS TURIN | ბნელი და ნათელი 

კარგად მახსოვს, რა ამაბავი ატყდა, როდესაც იუვემ 2016 წელს რებრენდინგი სააგენტო interbrand-ს მიანდო და მის ფარგლებში ძველი სიმბოლო ახლით ჩაანაცვლა. არ წყდებოდა იმედგაცრუების პოსტები და მიმები გაბრაზებული იუვეს ფანებისგან. ჩაანაცვლო ასეთი ტრადიული საფეხბურთო ლოგო და ასეთი თამამი გრაფიკული გადაწყვეტილებით, იოლი საქმე ნამდვილად არ არის. Interbrand-ის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს ისტერიკა დღეს ცოტას თუ ახსოვს - იუვე კი, როგორც ბრენდი, დღეს მხოლოდ საფეხბურთო კლუბი აღარ არის. რე-ბრენდინგის მიზანიც სწერედ ეს იყო.

ყველამ ვიცით, ფეხბურთი უზარმაზარი ინდუსტრიაა, სადაც მოედნის მიღმა მარკეტინგი, სპორტული ატრიბუტიკის და აქსესუარები გაყიდვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგებული სკუდეტო, ან ჩემპიონთა ლიგა. იუვეს სტრატეგებმაც ეს განიზრახეს - გაეხადათ იუვე საკულტო ბრენდი, რომელიც არ იქნებოდა მარტო საფეხბურთო, არამედ სტატუსის მატარებელ იტალიურ fashion ბრენდებთან თამამად დადგებოდა და მაისურის გარდა, უამრავ სხვა აქსესუარს გააყიდინებდა. ეს უნდა ყოფილიყო ბრენდი, რომელსაც ფეხბურთთან არაფერი საერთოს მქონე ადამიანიც სიამაყით ატარებდა. 

აქვე არ დავივიწყოთ ისიც, რომ ამ ყველაფრის მიღმა იუვემ არ თქვა უარი ტრადიციებზე, უნიკალურ განმასხვავებელ ფაქტორებზე - შავზე და თეთრზე. პირიქით, ამ ნაბიჯით მათ კიდევ უფრო დაიბევეს მონოპოლია "შავ-თეთრზე", რომელიც სხვა საფეხბურთო კლუბებსაც აქვთ, თუმცა დღეს პირველი "შავ-თეთრი“ სწორედ იუვეა.

საბოლოო ჯამში, იუვემ უარი თქვა მხოლოდ საფეხბურთო კლუბის ტრადიციულ ფორმაზეც (ოვალი, სამკუთხედი და სხვა ღერბისებური ფორმები) და ამითი ისტორია შეცვალა.

ბრენდი - სრული ქეისი 
ასევე ნახე - რებრენდინგის ვიდეო ტრეილერი

ასევე წაიკითხე:

ჩემპიონთა ლიგა | ამბავი ყველაფერზე, რაც ვარსკვლავური სფეროს ირგვლივ ბრუნავს

კომენტარები

ბოლო ამბები