Thumbnail

'მაშინ ყველა მორაგბე გაგვაგდეთ' - ფოლაუს სკანდალი გრძელდება!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ისრაელ ფოლაუს სკანდალურ განცხადებას გაგრძელება მოჰყვა
  • ავსტრალიელს მხარდაჭერა ტანიელა ტუპომ გამოუცხადა
  • ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს თასზე საქართველოს მეტოქეა

ახლახან ავსტრალიის ნაკრების მორაგბე ისრაელ ფოლაუ სოციალურ ქსელში გაკეთებული უპატივცემულო განცხადებების გამო ნაკრებიდან მოკვეთეს და ის 2019 წლის მსოფლიოს თასზე ვეღარ იასპარეზებს.

მეტი ამ თემაზე: 'ჯოჯოხეთი ელით ჰომოსექსუალებს, ათეისტებს...' - ფოლაუ ნაკრებიდან მოკვეთეს

დასჯილ მორაგბეს რედსისა და ავსტრალიის ნაკრების კვაჭმა, ტანიელა ტუპომ მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ შეუძლიათ ნაკრებიდან მასთან ერთად, წყნარი ოკეანიის ქვეყნების ის მორაგბეებიც მოკვეთონ, რომლებიც ფოლაუს პოზიციას იზიარებენ. 

"ბოდიშს ჩემი რწმენის გამო არ მოვიხდი, მე მჯერა ჩემი რელიგიის და ვამბობ, რომ რელიგიას რაგბისთან არაფერი აკავშირებს".

Seriously 🤦‍♂️🤦‍♂️ Might as well sack me and all the other Pacific Islands rugby players around the world because we...

Posted by Taniela "Tongan Thor " Tupou on სამშაბათი, 30 აპრილი, 2019

ტუპო კიდევ ერთი ავსტრალიელი მორაგბის, სამუ კერევის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სააღდგომო მისალოცი პოსტისთვის ბოდიში მოიხადა.

ავსტრალიურ რაგბიში სკანდალი გრძელდება და სავარაუდოდ, ტანიელა ტუპოსაც იგივე სასჯელი ემუქრება, როგორიც ისრაელ ფოლაუს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს თასზე ჯგუფში "ბორჯღალოსნებთან" ერთად იასპარეზებს. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიელებს ამ მორაგბეების შემცვლელების პოვნა არ გაუჭირდებათ, ფოლაუს და სხვა მორაგბეთა ნაკრებიდან მოკვეთა მათ შანსებს მსოფლიოს თასზე მნიშვნელოვნად შეამცირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები