Thumbnail

სუპერვარსკვლავის სუპერქარი - რონალდომ მსოფლიოს უძვირფასესი ავტომობილი იყიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კრისტიანო რონალდომ 11 მილიონ ევროდ Bugatti La Voiture Noire შეიძინა
  • ფორვარდი ახალ ავტომობილს მხოლოდ 2021 წელზე ადრე ვერ მიუჯდება

ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელი სუპერვასკვლავის კრიშტიანო რონალდოს ახალი შენაძენი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. 34 წლის ფეხბურთელმა ავტოფარეხი Bugatti-ით გაამდიდრა., რომელიც 11 მილიონი ევრო დაუჯდა. 

La Voiture Noire მსოფლიოში უძვირფასესი ავტომობილია. მისი პირველი, ექსკლუზიური ეგზემპლარი ახლახან, მარტში გამართულ ჟენევის ავტოსალონზე წარმოადგინეს. ცნობილია, რომ ავტომობილის ძრავის სიმძლავრე 1500 ცხენის ძალაა, მაქსიმალური სიჩქარე კი 420 კმ/სთ-ს შეადგენს.

სხვა საკითხია, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი ახალი ავტომობილით 2021 წლამდე ვერ ისეირნებს, რადგან ინჟინრებს ამდენი დრო სჭირდებათ მის გასამზადებლად.

კრიშტიანოს ახალი ავტომობილი წლიური ხელფასის თითქმის მესამედი დაუჯდა

კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსში 2018 წლის ზაფხულში, მადრიდის რეალიდან გადაბარგდა. პორტუგალიელის ტრანსფერი დაახლოებით 117 მილიოი ევრო დაჯდა, თავად ფეხბურთელის წლიური ხელფასი კი, არსებული ინფორმაციით, 30 მილიონს შეადგინა. 

კრიშტიანო რონალდომ სერია A-ს ამ სეზონში 28 მატჩში ითამაშა და 20 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები