Thumbnail

EA FIFA 20 - ფუნქციები, რომელიც დეველოპერებმა ახალ თამაშში უნდა გაითვალისწინონ

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • FIFA 20 2019 წლის 27 სექტემბერს გამოვა
  • EA Sports-მა მის შესახებ გარკვეული დეტალები უკვე გაავრცელა
  • ჩვენ იმ რეტრო ფუნქციებზე ვისაუბრებთ, რომელთა დაბრუნებაც გვსურს

იმისათვის, რომ გაგვერკვია, თუ რომელი ფუნქციები აკლია EA Sports-ის თანამედროვე საფეხბურთო სიმულატორებს, პოპულარული თამაშის ძველ ვერსიებს გადავხედეთ.

მინი/დარბაზის ფეხბურთი

პირველი რაც გაგვახსენდა, მინი/დარბაზის ფეხბურთია - თამაშის რეჟიმი, რომელიც დიდი ხანია EA-ს საფეხბურთო სიმულატორს აკლია. სამწუხაროდ, დაბალია იმის ალბათობა, რომ ამ ფუნქციას უახლეს თამაშში ვიხილავთ, რადგან FIFA-ს დეველოპერებმა ცნობილ გამოცემებთან განაცხადეს, რომ მსგავსს არაფერს გეგმავენ.

დარბაზის ფეხბურთი ბევრისთვის საყვარელი გასართობი იყო

მეკარეზე დაჯარიმება

მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომატურ წითელ ბარათს ნიშნავს, ფრუსტრაციის და ბრაზის გამოსაშვებად, მეტოქის მეკარის დამტვრევაზე უკეთესი უბრალოდ არაფერია.

ეს ერთდროულად სასაცილო და სულელური ქმედებაა, თუმცა ის ფაქტი, რომ FIFA-ს ახალ ვერსიებში მეკარეზე თავდასხმა უბრალოდ აღარ შეგვიძლია, გეიმერებში მცირედ გაღიზიანებას იწვევს. ეს გაღიზიანება კი ბევრად უფრო იმატებს, როდესაც შენი საუკეთესო მეგობარი 4:0-ს გიგებს.

ზუუუსტად ამაზე ვსაუბრობთ

განზრახ სიმულაცია

იმისთვის, რომ FIFA რეალისტური იყოს, თამაშში სიმულაციის დამატება აუცილებელია. ოთხმოცდაათიანი წლების ვერსიებში EA Sports-მა აღნიშნული ფუნქცია მალევე გააქრო, რადგან მიხვდნენ, რომ ახალგაზრდა გეიმერებს სპორტს უარყოფითი მხრიდან აცნობდნენ და არასწორი ქმედებებისკენ უბიძგებდნენ. ამის მიუხედავად, ცალსახაა, რომ მსაჯის, თუნდაც თამაშში მოტყუება, ძალიან სასიამოვნო იყო. არანაკლებ სასიამოვნო იყო მეტოქის სახის დანახვა, როდესაც არბიტრს სიმულაციით ჯარიმას, ან თერთმეტმეტრიანს დასტყუებდი.

ხანდახან სიმულაცია თამაშშიც ისეთივე სასაცილო იყო, როგორიც რეალობაშია

‘ჩითები’

არ არსებობს რეტრო თამაში, რომელსაც ე.წ. ‘ჩითები’ არ აქვს და ამ მხრივ არც FIFA არის გამონაკლისი. ორიათასიან წლებში ე.წ. ‘ელვის’ და ‘ამო’ (UFO) რეჟიმები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.

გსურთ, რომ მოთამაშე უცხოპლანეტელებმა გააქრონ? სამწუხაროდ, დღესდღეობით ამას ვეღარ მოახერხებთ.

პატარა მეხი და თქვენი მეტოქე კაცნაკლული რჩებოდა

‘ლაუნჯის’ რეჟიმი

ალბათ უმეტესობას არ გახსოვთ FIFA 2010 და 2011, როლებშიც დეველოპერებმა ე.წ. ‘ლაუნჯის’ რეჟიმი დაამატეს.

თუკი მეგობრებთან ერთად ხშირად გიწევდათ ერთი და იმავე კონსოლზე თამაში, ამ რეჟიმის წყალობით ზუსტად იცოდით, თუ ვინ ვის რამდენჯერ მოუგო და რამდენი გოლი გაუტანა. მეგობრებთან ტრაბახის მთავარი წყარო, სწორედ ეს რეჟიმი იყო.

სამწუხაროდ, ‘ლაუნჯის’ რეჟიმი მალევე გაქრა და ის FUT-მა ჩაანაცვლა, რომელიც, თავის მხრივ, EA-ს შემოსავლის მთავარი წყარო გახდა.

'ლაუნჯის' რეჟიმი ყველას ენატრება

საკუთარი მოთამაშის შექმნა

აღიარეთ, რომ თუკი FIFA 2005 გითამაშიათ, ერთხელ მაინც გიცდიათ სიმულატორში საკუთარი თავის შექმნა. რა თქმა უნდა, ყველანი იდეალურ სტატისტიკას ვირჩევდით - ყველა კომპონენტში 99 და ფეხბურთელი, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა, შეუჩერებელი იყო.

მაგალითად, ვირტუალურ ჰარი დრესდენს სეზონის მანძილზე 120 გოლის გატანა შეეძლო, რაც შესაძლოა არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ სამაგიეროდ სასიამოვნო იყო და გეიმერების თვითშეფასებასაც ამაღლებდა.

ვირტუალური ჰარი დრესდენი შეუჩერებელი იყო

საკუთარი ტურნირების შექმნა

FIFA-ს პრაქტიკულად ყველა ვერსიაში გვაქვს გარკვეული ხარისხის შემოქმედებითი თავისუფლება, მაგრამ უდავოა, რომ Electronic Arts წარსულში ბევრად უფრო აფასებდა კრეატიულობას.

საკუთარი ტურნირების შექმნა, რომლებშიც თავად აირჩევდით ფორმატს, გუნდებს და წესებს, ნიშნავდა იმას, რომ თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის საუკეთესო გასართობის მოფიქრება თავადვე შეგეძლოთ.

FIFA 2005-ს ბევრი საინტერესო რეჟიმი ჰქონდა

FIFA 2003-ის აბსოლუტური საკლუბო ჩემპიონატი

წარმოიდგინეთ ჩემპიონთა ლიგა, ოღონდ უფრო დიდი და მრავალგუნდიანი. ეს რეჟიმი საშუალებას გაძლევდა ნებისმიერი გუნდით გეთამაშა მსოფლიოს საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ. შესაბამისად, ტურნირიც უფრო ხანგრძლივი, დაძაბული და საინტერესო იყო.

დღეს ეს ფუნქცია აღარ არსებობს, თუმცა არაა გამორიცხული მსგავსი ტურნირი რეალობაში ვიხილოთ.

Ultimate Club Championship-ის დაბრუნებას EA არ აპირებს 

 

კომენტარები

ბოლო ამბები