Thumbnail

ნაკრების კაპიტანს ამპლუა შეუცვალეს - ფანებს ეს არ მოსწონთ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ყაზახური მედია ასტანასთან მარცხს ჯაბა კანკავას აბრალებს
  • რაც სეზონი დაიწყო, ჯაბა ცენტრალურ მცველად თამაშობს

ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის ტობოლი ყაზახეთის პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ ასტანას ჩამორჩება. სწორედ ასტანასთან მატჩში დამარცხდა ამ სეზონში პირველად ტობოლი, სტუმრად 1:2. მასპინძელთა გამარჯვების გოლს ყაზახური მედია საქართველოს ნაკრების კაპიტანს აბრალებს. 

Sports.kz-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გოლი კანკავას სინდისზეა, მწვრთნელი გაზაევი მაინც კმაყოფილია ქართველი ლეგიონერის თამაშით. რა ხდება ტობოლში? საქმე ისაა, რომ ახალ სეზონში კანკავას პოზიცია შეუცვალეს და ის ცენტრალურ მცველად თამაშობს: "ეს ქართველი ლეგიონერის პირველი შეცდომა არ არის სეზონში. დიდწილად, ეს გაზაევის ბრალია, რომელმაც კანკავა ჩვეული, საყრდენის პოზიციიდან დაცვის ცენტრში დახია", - წერს გამოცემა.

ვლადიმირ გაზაევი ურყევია: "სეზონის დასაწყისიდან კანკავას მცველად ვიყენებთ. ის ძალიან მაგრად თამაშობს ამ პოზიციაზე, მე ყველაფერი მაწყობს".

📺 გამარჯვების გოლი ტობოლის კარში 

კომენტარები

ბოლო ამბები