Thumbnail
  • 📅 1 მაისი | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V ლივერპული | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • კლოპის პირველი ვიზიტი 'კამპ ნოუზე'
  • საპასუხო მატჩი 7 მაისს 'ენფილდზე'

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილებიდან ამ დაპირისპირებას გაცილებით დიდი ინტერესი ახლავს თან - ერთმანეთს ორი გრანდი ეთამაშება, რომელთაც ჩემპიონთა თასი 5-5-ჯერ აქვთ მოპოვებული. 

ლეოს რობერტსონი გააჩერებს?

როგორ გააჩერებს ლეო მესის ლივერპული? ამ თემაზე ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაეკითხნენ იურგენ კლოპს - მადლობა ღმერთს, ჯერ ამაზე ფიქრის დრო არ მაქვსო, იყო გერმანელი სპეციალისტის პასუხი. ინგლისში ვარაუდობენ, რომ მესის გამჩერებლად ენდი რობერტსონმა უნდა ივარგოს.

საინტერესო დუელი გველის მოედნის მეორე ნახევარზეც, სადაც, დიდი ალბათობით, ჟორდი ალბას მოუწევს მოჰამედ სალაჰის ნეიტრალიზება. 

ვერმალენიც კი ჯანზეა

ერნესტო ვალვერდეს საკადრო პრობლემები არ აწუხებს - რაფინიას არყოფნას ყველა მიეჩვია, დანარჩენი კი მწყობრშია ვერმალენის ჩათვლით. ახლა მისი თავსატკივარი 11-ეულის არჩევაა.

როგორც წესი, ასარჩევი სამ პოზიციაზე აქვს - ნელსონ სემედუ თუ სერხი რობერტო დაცვის მარჯვენა ფლანგზე; არტურო ვიდალი თუ არტური შუახაზში და უსმან დემბელე თუ ფილიპე კოუტინიო მარცხენა შემტევად. დანარჩენ 8-ს თითქმის გარანტირებული აქვს სასტარტოში ადგილი.

კოუტინიო და სუარესი ლივერპულიდან მოხვდნენ ბარსელონაში

ბუნებრივია, კოუტინიოს შესანიშნავი არგუმენტი აქვს - ის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ძალზე მოტივირებული იქნება (ისევე, როგორც ლუის სუარესი). ასე რომ, ბარსა ლივერპულს დიდი ალბათობით, მესით და ექსლივერპულელებით შეუტევს. 

რაც შეეხება კლემან ლონგლეს, მან უკვე მოუგო კონკურენცია თანამემამულე სამუელ უმტიტის და პიკეს შეუწყვილდება. 

კლოპი 'კამპ ნოუზე' გუნდს პირველად გაიყვანს

ლივერპულს ტრავმამოშუშებული ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ჯო გომესი უბრუნდებიან. პარასკევს რობერტო ფირმინოს არ უთამაშია ჰადერსფილდთან 5:0 მოგებულ თამაშში. ბრაზილიელის ყოფნა "კამპ ნოუზე" საეჭვოა. კლოპის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ის იქნება, რომელი დააყენოს სასტარტოში ფორმაში შესული ნაბი კეიტა თუ ჟორჟინიო ვეინალდუმი. 

კამპ ნოუს პასუხი კლოპს

ამ დღეებში იურგენ კლოპმა თქვა, რომ "კამპ ნოუ" ტაძარი არ არის, საფეხბურთო სტადიონიაო. ის საკმაოდ დიდია, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი სტადიონიაო. რასაც ბარსა ტვიტერის ექაუნთზე გამოეხმაურა: "ეს "კამპ ნოუა". ჩვენი სახლი, ჩვენი ტაძარი და ჩვენი ციხესიმაგრე". 

ბარსას პასუხი კლოპს 

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა): "კარგია, რომ დროულად მოვიპოვეთ ლა ლიგის ტიტული და მას მერე, მხოლოდ ლივერპულთან თამაშზე ვფიქრობთ, მესიმაც მიიღო საჭირო 45-წუთიანი დასვენება, რომ ხვალისთვის ფიზიკურად მზად იყოს. ეს თამაში ჩვენთვის ყველაზე დიდი ტესტია ამ სეზონში". 

იურგენ კლოპი (ლივერპული): "ძალიან მიხარია, რომ ბარსელონას ვხვდებით. ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ ვთამაშობთ, მე ვამაყობ ამ ბიჭებით. ლეო მესის გაჩერება ბევრმა გუნდმა სცადა, მაგრამ ხეირიანად ეს ვერავინ შეძლო.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩემპიონთა თასი ბარსელონას და ლივერპულს 5-5-ჯერ აქვს მოგებული.

⚽ ბარსელონას 31-მატჩიანი წაუგებელი სერია შინ ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდია.

⚽ ბარსა და ლივერპული ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ლივერპულს უპირატესობა აქვს, 3 მოგება 2-ის წილ, ბურთების შეფარდება თანაბარია - 6:6. 

⚽ ოთხი სეზონია, რაც ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ უთამაშია. ბოლოს კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

⚽ ბარსელონამ ბოლო ორი მატჩი მოიგო "ენფილდზე". 

იცოდი?

ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას 10 მატჩია, რაც არ წაუგია. გაგრძელდება კატალონიელების ეს სერია?

⚽ ლივერპულს "კამპ ნოუზე" არ წაუგია - 2 მოგება, 2 ფრე.

⚽ ბარსელონა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე 8-ჯერ დამარცხდა, აქედან 3 შემთხვევაში ინგლისურ კლუბებთან წააგო ორმატჩიანი დუელი.

⚽ ბარსელონა ნახევარფინალში მე-12-ედაა, მეტჯერ ამ ეტაპზე მხოლოდ რეალს უთამაშია - 13-ჯერ.

⚽ ლუის სუარესი და ფილიპე კოუტინიო ლივერპულიდან გადავიდნენ ბარსელონაში. 

⚽ ლივერპულს ოფიციალურ მატჩებში 7 იანვრის მერე არ წაუგია  - 17 მატჩი (14 მოგება და 5 ფრე). 

⚽ ლივერპულის ბოლო 12 მატჩში 11 გოლი სადიო მანემ გაიტანა. 

⚽ იურგენ კლოპს არასოდეს გაუყვანია გუნდი "კამპ ნოუზე".

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი, ლუის სუარესი, კოუტინიო

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი - ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე 

კომენტარები

ბოლო ამბები