Thumbnail

იმედის ფსონი | ბევრი გოლის მოლოდინი ბარსელონა-ლივერპულის მატჩში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 30 აპრილის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

დღეს, გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა. ლევან სალუქვაძის ბილეთის ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით 10.0 გახლავთ. ყველაზე მაღალი კოეფიციენტი კი რენი-მონაკოს მატჩში სტუმრების მოგებას აქვს (2.15).

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

პირველს საფრანგეთის ჩემპიონატში რენი-მონაკოს მატჩს ავიღებ. იმ დღეს ვუყურეთ რენს, რა დღე აყარა პსჟ-ს - დამატებითი დრო, პენალტები და აიღო თასი. ახლა ხვდება მონაკოს, რომელიც ბოლოს ათამაშდა და არ სურს მაჩანჩალა პოზიციაზე ყოფნა. თასის მოგების შემდეგ, რენისთვის სეზონი დამთავრდა, მონაკოსთვის კი ჯერ არაფერია დასრულებული, ქულები სჭირდება, რომ დაწინაურდეს. აქ 2-იანს ვიღებ. 

ბარსელონა-ლივერპულის მატჩში პირდაპირ შედეგის ჩაწერას მოვერიდები. მგონია, რომ ამ თამაშში ბევრი გოლი გავა და თუ ასე მოხდება, ბარსელონა ორ გოლს მაინც გაიტანს - შეიძლება 2:1 მოიგოს, შეიძლება 2:2 მორჩეს. ვფიქრობ, რომ ეს თამაში 1:0 არ მორჩება...

ჩემი ორი თამაში ევროპალიგიდანაა. არსენალი-ვალენსიაში "კი" მგონია. არსენალი შეუტევს და გაუტანს, შინ სულ "არას" ხომ არ ითამაშებს?! რა თქმა უნდა, არსენალი ბოლო დროს არ მოგვწონს, მაგრამ სახლში კარგად თამაშობს. მარტო კრისტალ პალასთან წააგო, რომელმაც გაუტანა სამი გოლი და ვფიქრობ, ვალენსიაც გაუტანს. 

აინტრახტი-ჩელსი. ეს აინტრახტი საკმაოდ სიმპათიური გუნდია, იმ რთულ ბენფიკას მოუგო და გავიდა. ახლა შინ ჩელსისთან იჭიდავებს და ბოლო-ბოლო, თუ ვერ მოუგებს და გასავარდნია, არ წააგებს მაინც. ეს ჩელსიც არ არის ის გუნდი, თავი მოიკლას, აუცილებლად სტუმრად მომაგებინეთ თამაშიო. 

"იმედის ფსონის" სტუმარი დღეს სპორტული კომენტატორი ლუკა ხოჯავა იყო, რომელმაც 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა. ბილეთის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, არის 10.9. ლუკას ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი (2.05) მონპელიე-პსჟ-ის მატჩში ნეიმარს გოლს აქვს.

მაყურებლის ბილეთი 6 თამაშისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, არის 13.2.

კომენტარები

ბოლო ამბები