Thumbnail

ტოჩინოშინი ოძეკი აღარ არის - როგორ დავიბრუნოთ ტიტული

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 30 აპრილს ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა
  • 12-26 მაისი: ნაცუ ბაშო

სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) აღარ არის ოძეკი - ზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსისთვის დააქვეითეს. მას სუმოს იერარქიის მესამე საფეხური - სეკივაკეს წოდება მიენიჭა, ტოჩინოშინი დასავლეთის სეკივაკე გახდა. 

ჯურიოს დივიზიონში წინ წაიწია გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც ახლა აღმოსავლეთის მე-7 ნომერია. 

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს დასრულდა სუმოს საგაზაფხულო ტურნე (ჯუნგიო). ნაცუ ბაშო კი ტოკიოში 12-26 მაისს გაიმართება.

335 დღე

ტოჩინოშინი 335 დღის განმავლობაში ფლობდა ოძეკის ტიტულს

ლევან გორგაძე 2018 წლის 30 მაისს ოფიციალურად გახდა ოძეკი. მას მერე ტრავმებით გატანჯულმა ქართველმა სუმოისტმა 5 ბაშოზე მიიღო მონაწილეობა, ორჯერ შეძლო დადებითი ბალანსით დასრულება (სექტემბერი - 9-6, ნოემბერი - 8-7), ორჯერ ტრავმის გამო გამოეთიშა ბრძოლას (ივლისი 5-10, იანვარი - 0-15) და ერთხელ მარტში ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა - 7-8. 

ტოჩინოშინი 335 დღის განმავლობაში ფლობდა ოძეკის ტიტულს, თანამედროვე სუმოში ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე პერიოდია. 

როგორ დავიბრუნოთ ოძეკის ტიტული

ტოჩინოშინს ოფიციალურად დაუწესეს ჩემპიონის რანგის დაბრუნების გზა - მაისის ბაშოზე 15-დან 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოძეკის ტიტულისთვის ტრადიციული მძიმე გზა უნდა გაიაროს, რაც მან ერთხელ უკვე შეძლო. ასე რომ, მომდევნო ბაშოზე მას უნიკალური შანსი აქვს და ის უნდა გამოიყენოს. 

სუმო. ბანძუკე. სანიაკუ

აღმოსავლეთი | რანგი | დასავლეთი   
ჰაკუჰო | იოკოძუნა | კაკურიუ
გოეიდო | ოძეკი | ტაკაიასუ
ტაკაკეიშო | ოძეკი | 
იჩინოჯო | სეკივაკე | ტოჩინოშინი
აოიამა | კომუსუბი | მიტაკეუმი

კომენტარები

ბოლო ამბები