Thumbnail

‘ყველაფერი არასწორად გავაკეთე!’ - მაიკ ტაისონი მთელ ცხოვრებას ნანობს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრივის ლეგენდამ წარსული გაიხსენა
  • მაიკ ტაისონი ყველას ბოდიშს უხდის

კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ბრუტალურობით რინგზე, ყველა სკანდალური საქციელისთვის ბოდიში მოიხადა.

“12 წლის ასაკიდან მხოლოდ იმას მასწავლიდნენ, როგორ უნდა მეცემა და დამეჩაგრა სხვა ადამიანები, როგორ უნდა დამენგრია მათი სურვილები,” - განაცხადა 52 წლის ‘რკინის მაიკმა’ ITV-სთან ინტერვიუში და დასძინა: “სინამდვილეში, მხოლოდ მშიშარა და თავდაუჯერებელი ბიჭი ვიყავი. წარმოდგენა არ მქონდა, რას ვაკეთებდი, გაუაზრებლად ვმოქმედებდი, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობდი და ყველა მეუბნებოდა, რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებდი.”

ტაისონის თქმით, სწორედ ასე ჩამოყალიბდა ‘ისეთ ტიპად, როგორადაც ჩამოყალიბდა’ - “მე ვიყავი ტირანი, რომელიც მეტოქეებს პატივს არ სცემდა და ხშირად საშინელებებს ეუბნებოდა და უკეთებდა,” - დაამატა მაიკმა. ყველაზე სკანდალური უდავოდ 1997 წელს, ევანდერ ჰოლიფილდთან ბრძოლა იყო, რომლის დროსაც ტაისონმა მეტოქეს ყურზე უკბინა.

“როდესაც ჩემს წარსულს ვიხსენებ, ვასკვნი, რომ ყველაფერი არასწორად გავაკეთე. და ყველაფერს ძალიან ვნანობ. სხვებს ვამცირებდი იმისათვის, რომ თვითონ ვყოფილიყავი პოპულარული. მინდა, რომ ეს ყველაფერი არ მქონდეს ჩადენილი. მინდა, რომ სხვა ადამიანებისთვის არ მეთქვა და არ გამეკეთებინა ის ყველაფერი, რაც ვუთხარი და გავუკეთე,” - აცხადებს კრივის ლეგენდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები