Thumbnail
  • თორნიკე შენგელია 22 ქულა
  • გიორგი შერმადინი 15 ქულა
  • თად მაკფადენი 12 ქულა
  • ბექა ბურჯანაძე 10 ქულა

ესპანეთის ACB ლიგაში 29-ე ტურის მატჩები გაიმართა. თად მაკფადენის ჟუვენტუდმა კატალონიურ დერბიში ლიდერი ბარსელონა დაამარცხა - 89:77. მაკფადენი სათადარიგო იყო, მან 19:54 წუთი ითამაშა. მან 12 ქულით გამოიჩინა თავი. 

ბექა ბურჯანაძის გიპუსკოამ შინ ობრადოიროს მოუგო - 85:72. ბექამ 26:01 წუთში გუნდს 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მოუტანა. 

გიორგი შერმადინის უნიკახამ ბურგოსს უმასპინძლა და 91:70 დაამარცხა. შერმადინი ეფექტური იყო 17:21 წუთში - 15 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზეა 5 მოხსნაც. 

მაკფადენი V ბარსა

მოიგო მეტ ჯენინგისა (არ უთამაშია) და თორნიკე შენგელიას ბასკონიამაც, რომელმაც შინ ფუენლაბრადა დაამარცხა - 101:92. ქართველმა კაპიტანმა სასტარტოში ითამაშა, 26:54 წუთში მან 22 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზეა 7 მოხსნა, 3 პასი, 2-2 ჩაჭრა და დაფარება. მოკლედ თორნიკე მატჩის MVP გახდა 36 მარგი ქმედების კოეფიციენტით. 

ბასკონია 21 მოგებით მე-3 ადგილზეა, უნიკახა 17 მოგებით მეხუთეა, ჟუვენტუდი 16 მოგებით მეშვიდეა, გიპუსკოა კი 9 მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები