Thumbnail
  • ვილიარეალი 1:1 უესკა
  • ავილამ ზედიზედ მეორე ტურში ულამაზესი გოლი გაიტანა

ლა ლიგის 35-ე ტურში ვილიარეალმა უესკას უმასპინძლა. ეს იყო უესკას ერთ-ერთი ბოლო შანსი, რათა ლა ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა, მაგრამ სტუმრებმა ვერ მოიგეს და მხოლოდ თეორიული შანსი რჩება იმისა, რომ უესკა ლა ლიგაში დარჩეს. ვილიარეალმა პაბლო ფორნალსის გოლით 30-ე წუთზე შეძლო დაწინაურება, მაგრამ ესეკიელ ავილამ ზედიზედ მეორე ტურში მოახერხა ფანტასტიკური გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება. მატჩიც ფრედ 1:1 დასრულდა.

უესკას 30 ქულა აქვს და მე-17 ადგილზე მყოფ ჟირონას 7 ქულით ჩამორჩება. დიდი ალბათობით, უესკა გავარდება, მაგრამ ჩიმი ავილას ლა ლიგა 2-ში არავინ გაუშვებს და ახალ სეზონს ისევ ლა ლიგაში დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები