Thumbnail

დრამატული ბავარიული დერბი - ბაიერნი წაგებას ბოლო წამებზე გადაურჩა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიურნბერგი 1:1 ბაიერნი 
  • მასპინძლებმა ბოლო წამებზე პენალტი ვერ გაიტანეს

მიუნხენის ბაიერნი ბავარიულ დერბიში აუტსაიდერ ნიურნბერგს ესტუმრა და მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა - 1:1. ასე რომ, "რეკორდმაისტერმა" დიდად ვერ ისარგებლა - ბაიერნი 71 ქულით ლიდერობს და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე დორტმუნდს 2 ქულით უსწრებს. 

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, 48-ე წუთზე პერეირამ დამატებაზე გაიტანა შორი მანძილიდან. 75-ე წუთზე ბაიერნმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა - კომანმა საჯარიმოში სერჟ გნაბრი მოძებნა და მანაც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. 

გადამწყვეტი მომენტი

მასპინძლებს მოგება შეეძლოთ, 91-ე წუთზე ულრაიხის კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ლაიბოლდმა ძელს გაარტყა ბურთი.

საინტერესო ფაქტები

⚽ არიენ რობენი ბაიერნის განაცხადში 27 ნოემბრის მერე პირველად მოხვდა.

⚽ რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის ბოლო 9 სეზონში 30+ მატჩი ითამაშა.

⚽ პერეირამ სულ სამი გოლი გაიტანა სეზონში, სამივე ნიურნბერგის ბოლო 5 მატჩზე მოდის.

⚽ ზედიზედ 15 მატჩია, ნიურნბერგი ბაიერნს ვერ უგებს (5 ფრე, 10 წაგება).

⚽ გნაბრიმ 10 გოლი გაიტანა სეზონში, აქედან ხუთი ბოლო 7 ტურში. 


ნიურნბერგი 1:1 ბაიერნი 

გოლები: 1:0 მ. პერეირა (48), 1:1 გნაბრი (75)

ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი (57. ხამესი (72. დევისი)), ტიაგო ალკანტარა - მიულერი (46. გნაბრი), გორეტცკა, კომანი - ლევანდოვსკი

კომენტარები

ბოლო ამბები