Thumbnail

შეხვდით Yuumi-ს - LoL-ის უახლეს და უსაყვარლეს ჩემპიონს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Riot Games-მა ახალი ჩემპიონი დააანონსა
  • ახალი 'საფორთი' კატა, სახელად Yuumi იქნება
  • სავარაუდოდ, Yuumi იორდლებთან მეგობრობს

Riot Games-მა ახალი ჩემპიონი უკვე ოფიციალურად დააანონსა. Summoner's Rift-ის უახლესი ბინადარი მაგიური კატა, სახელად Yuumi იქნება.

გასაგებია, რომ ინფორმაციის შემთხვევითი გაჟონვის უკვე აღარავის სჯერა, მაგრამ Yuumi-ს არსებობის შესახებ ნამდვილად ასე შევიტყვეთ, როდესაც YouTuber-მა Nasteey-მ საკუთარ არხზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც ახალი ჩემპიონის ვიზუალური მხარე და უნარები ვიხილეთ. როგორც ჩანს, Riot-ს მას შემდეგ ბევრი არაფერი შეუცვლია - Yuumi დინამიური 'საფორთია', რომლის უნარების ხილვაც ამ ვიდეოში შეგიძლიათ.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მაგიური კატა პატრონს ეძებს და ამ დროს საკუთარ ჯადოსნობის წიგნს ესაუბრება, რომელსაც გაგიკვირდებათ და უბრალოდ 'წიგნი' ჰქვია. ამის შემდეგ, საქმეში კვლავ ჯადოქრობა ერთვება და Yuumi Summoner's Rift-ზე აღმოჩნდება.

Yuumi Poppy-ს და Tristana-ს მალევე დაუმეგობრდა

ზუსტად არ ვიცით, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ მაგიურ კატას, რუნტერას სამყაროში მცხოვრები რასებიდან, ყველაზე მეტად იორდლები უყვარდეს, რომლებიც მასსავით საყვარლები და ბეწვიანები არიან. თავადაც ნახავდით, რომ იგი ბრძოლაში Poppy-ს და Tristana-ს დაეხმარა. 

ახალ ჩემპიონს League of Legends-ის მოყვარულთა უმრავლესობისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამას ორი მიზეზი აქვს - Riot-ს დიდი ხანია 'საფორთი' არ გამოუშვია და კატებიც, რა თქმა უნდა, ყველას უყვარს. არიან უკმაყოფილო გეიმერებიც, რომლებმაც მარტივად შენიშნეს, რომ მისი უნარები Rakan-სას ზედმეტად წააგავს. 

მიუხედავად ყველაფრისა, ერთად უნდა დაველოდოთ 14 მაისს, როდესაც Yuumi ოფიციალურ სერვერებზე იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები