Thumbnail
  • ბარნლი 0:1 მანჩესტერ სიტი
  • 2 ტურით ადრე სიტი ლივერპულს ქულით უსწრებს

ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში მანჩესტერ სიტი ბარნლის ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ამით პეპ გვარდიოლას გუნდმა 92 ქულა დააგროვა და ქულით გადაასწრო ლივერპულს. ბარნლი 40 ქულით მე-15 ადგილზეა.

გადამწყვეტი სერხიო აგუეროს დარტყმა გამოდგა, 63-ე წუთზე არგენტინელის დარტყმული მცველმა კი გამოიტანა კარიდან, მაგრამ ტექნოლოგიამ გოლი დააფიქსირა. ეს აგუეროს მე-20 გოლია სეზონში და კუნი მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება მოჰამედ სალაჰს (ლივერპული). 20 გოლი აქვს გატანილი სადიო მანესაც (ლივერპული). 

აგუეროს ზედიზედ 5 სეზონია 20+ გოლი გააქვს

ლივერპულისა და მანჩესტერ სიტის დარჩენილი მატჩები პრემიერლიგაში.

ლივერპული

4 მაისი: ნიუკასლი (სტ)

12 მაისი: ვულვზი (შინ)

მანჩესტერ სიტი

6 მაისი: ლესტერი (შინ)

12 მაისი: ბრაიტონი (სტ)

ბარნლი 0:1 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 აგუერო (63)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, კომპანი, ლაპორტი, ზინჩენკო - ბერნარდო სილვა, გიუნდოგანი, დავიდ სილვა - სტერლინგი (92. ოტამენდი), აგუერო (83. სტოუნსი), სანე (64. გაბრიელ ჟეზუში)

კომენტარები

ბოლო ამბები