Thumbnail

5:5 ქართველი და იაპონელი ოძეკების ჯახში - ტოჩინოშინი ტურს ასრულებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 29 აპრილი: გაზაფხულის ტურნე სრულდება
  • 30 აპრილი: ბანძუკე
  • 12-26 მაისი: ნაცუ ბაშო

29 აპრილს სუმოს საგაზაფხულო ტურნე (ჯუნგიო) იბარაკის პრეფექტურაში სრულდება. 30 აპრილს კი ახალი რეიტინგი (ბანძუკე) გამოქვეყნდება, რომელშიც ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ოფიციალურად დაკარგავს ოძეკის რანგს. 

ტოკიოს პრეფექტურის ქალაქ ომეში ტოჩინოშინი საჩვენებელ შეხვედრებში 10-ჯერ დაუპირისპირდა ოძეკი ტაკაიასუს. გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - 5-5. 

ამ ორთაბრძოლებს 8 ათასი ადამიანი დაესწრო

აღსანიშნავია, რომ თავიდან ტაკაიასუ სჯობდა მეტოქეს, მაგრამ ტოჩინოშინმა ორთაბრძოლა ზედიზედ სამი გამარჯვებით დაასრულა: "თავს კარგად ვგრძნობ, ტაკაიასუსთან ერთობლივი ვარჯიში ყოველთვის სასარგებლოა. ბოლოსკენ ჩემი კლუბის ხელმძღვანელების გამოჩენამ ძალა მომცა და ვიმარჯვე", - განაცხადა ტოჩინოშინმა. 

ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს და ოძეკის ტიტულს დაიბრუნებს: "ნაცუ ბაშო ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. როცა რამდენიმე დღის წინ ავიწონე, დახლოებით 170 კილო ვიყავი. ეს კარგი წონაა, დაახლოებით 6 კილოგრამის მომატება მსურს", - თქვა ქართველმა სუმოისტმა. 
შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშო ტოკიოში 12-26 მაისს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები